მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა - Reuters
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა - Reuters

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა - Reuters

BM.GE3 მაისი, 2026, 15:48|bm.ge

Reuters-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. გამოცემა წერს, რომ ხელისუფლებამ 28 თებერვალს, ირანთან კონფლიქტის დაწყებისას, დაწესებული სიფრთხილის ზომები მოხსნა.

საავიაციო მარეგულირებლის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოებისა და ოპერაციული მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით. აღნიშნული შეზღუდვები თავდაპირველად ირანთან დაკავშირებული სამხედრო ესკალაციის ფონზე იყო დაწესებული.

ამჟამად, ქვეყნის საჰაერო სივრცე სრულად გახსნილია და ავიარეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები მას შემდეგ დააწესა, რაც ირანმა ქვეყნის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვა. ირანის მხრიდან თავდასხმა, თებერვლის ბოლოს, ირანულ სამიზნეებზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების საპასუხო ზომები იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE