მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის ადმინისტრაციამ, ეროვნული უსაფრთხოების საბაბით, ქარის ენერგიის პროექტები სრულად შეაჩერა
აშშ-ის ადმინისტრაციამ, ეროვნული უსაფრთხოების საბაბით, ქარის ენერგიის პროექტები სრულად შეაჩერა

აშშ-ის ადმინისტრაციამ, ეროვნული უსაფრთხოების საბაბით, ქარის ენერგიის პროექტები სრულად შეაჩერა

BM.GE4 მაისი, 2026, 22:36|bm.ge

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ში ქარის ენერგიის განვითარების პროექტები სრულად შეაჩერა. Financial Times-ის ინფორმაციით, პენტაგონმა კერძო მიწებზე დაგეგმილი 165 პროექტი დაბლოკა და გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ახსნა. არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხო როგორც დასრულების ეტაპზე მყოფ ობიექტებს, ისე მოლაპარაკებების პროცესში არსებულ ინიციატივებს. აღსანიშნავია, რომ პენტაგონმა ისეთ პროექტებზეც გაავრცელა შეზღუდვა, რომლებიც მანამდე მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა.

როგორც ამერიკის სუფთა ენერგიის ასოციაცია აცხადებს, დეველოპერებს პრობლემები ჯერ კიდევ 2025 წლის აგვისტოდან შეექმნათ, თუმცა სრული ბლოკადა მათთვის მოულოდნელი იყო. როგორც ირკვევა, ბოლო თვეებია, კომპანიებს თავდაცვის უწყებასთან კომუნიკაციის დამყარება უჭირთ და დაგეგმილი შეხვედრები გაურკვეველი ვადით უქმდება. აპრილის დასაწყისში გაგზავნილ წერილებში პენტაგონმა ქარი ენერგიის განვითარებაზე მომუშავე კომპანიებს განუმარტა, რომ პროცესს აღნიშნული ობიექტების ეროვნულ უსაფრთხოებაზე გავლენის გასარკვევად აჩერებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ქარის ტურბინების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. მისი შეფასებით, აღნიშნული დანადგარები არაესთეტიკური, ძვირად ღირებული და არაეფექტურია. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროები ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ენერგეტიკულ პროექტებს რადარებთან თავსებადობის კუთხით პერიოდულად ამოწმებს. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კი ამ პროცესმა გაცილებით მკაცრი სახე მიიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • ზვიად გაბისონია: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა არის უფასო - პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანიიმედი
  • ესპანეთის მთავრობა სრულად არის მობილიზებული, რათა სეუტაში შექმნილ ვითარებას დაუყოვნებლივ უპასუხოს - პედრო სანჩესირუსთავი 2
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
სრულად →

მსგავსი სტატიები

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE