მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა
აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE30 ივლისი, 2026, 23:01|bm.ge

აშშ-ის ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, სეზონური და ინფლაციური ფაქტორების გათვალისწინებით, მხოლოდ 1.5% შეადგინა. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემები პროგნოზირებულზე სუსტი აღმოჩნდა. Dow Jones-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები 1.8%-იან ზრდას ელოდნენ. აქვე შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2.1%-ით გაიზარდა.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პირადი მოხმარების ხარჯების საფასო ინდექსი ივნისში თვიურ ჭრილში 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 3.7% შეადგინა. სურსათისა და ენერგორესურსების ფასების გამოკლებით, საბაზო ინდექსი გასულ თვეში 0.1%-ით გაიზარდა, წლიურმა მაჩვენებელმა კი 3.3%-ს მიაღწია. საყურადღებოა, რომ ეს მონაცემები ანალიტიკოსების წინასწარ ვარაუდებს სრულად დაემთხვა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ძირითად ორიენტირად ინფლაციის საერთო ინდექსს იყენებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

14 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

14 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE