
აშშ-ის ხაზინის მდივანმა ჩინეთს ირანთან ომის დასრულებაში დახმარება სთხოვა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნით, ჩინეთს ირანთან მიმდინარე ომის დასრულებაში დახმარება და თეირანზე გავლენის გამოყენება სთხოვა. არსებული ინფორმაციით, ოფიციალურმა პეკინმა ვაშინგტონის ეს გზავნილი თეირანს უკვე გადასცა.
The Washington Post-ის ცნობით, ამერიკული მხარე კონფლიქტის დიპლომატიური გზით შეჩერებას ცდილობს, თუმცა ირანს მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია.
შეგახსენებთ, ბესენტმა ირანის ეკონომიკური იზოლაციის კამპანია ჯერ კიდევ აგვისტოში გააფართოვა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თეირანთან თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილა.
ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო კონფლიქტი 2026 წლის თებერვალში დაიწყო.
BM.GE
წყარო: bm.ge