მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის მიმართ ნეგატიური განწყობა რეკორდულადაა გაზრდილი - ADF-ის კვლევა
აშშ-ის მიმართ ნეგატიური განწყობა რეკორდულადაა გაზრდილი - ADF-ის კვლევა

აშშ-ის მიმართ ნეგატიური განწყობა რეკორდულადაა გაზრდილი - ADF-ის კვლევა

BM.GE12 მაისი, 2026, 04:45|bm.ge

Alliance of Democracies Foundation-ის კვლევის თანახმად, აშშ-ის მიმართ გლობალური განწყობა გაუარესდა და რუსეთის მაჩვენებელზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. საერთაშორისო სააგენტოს მიერ მომზადებულ ანგარიშში ვაშინგტონი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელდა. ორგანიზაციის დამფუძნებელმა და NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნულ ტენდენციას სამწუხარო, თუმცა მოსალოდნელი უწოდა.

არსებული ინფორმაციით, ნეგატიური დამოკიდებულება თეთრი სახლის მიერ დაწესებულ ფართომასშტაბიან ტარიფებსა და გრენლანდიის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მცდელობას უკავშირდება. ამასთან, ტრანსატლანტიკურ კავშირებზე გავლენა უკრაინის სამხედრო დახმარების შემცირებამ და ირანთან მიმდინარე ომმა იქონია. საყურადღებოა, რომ აპრილში დონალდ ტრამპმა NATO-ს დატოვების შესაძლებლობაც კი განიხილა. შეგახსენებთ, პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმ ევროპული ქვეყნების პოზიციით, რომლებმაც ჰორმუზის სრუტის გასახსნელად სამხედრო ძალების გაგზავნაზე უარი თქვეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Democracy Perception Index-ის რეიტინგში აშშ-ის მაჩვენებელი -16%-მდე შემცირდა. შედარებისთვის, რუსეთის მიმართ ნდობა -11%-ს, ჩინეთის კი +7%-ს შეადგენს. ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ის იმიჯი ბოლო 18 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეირყა. კვლევაში მონაწილე რესპონდენტების უმრავლესობა ისრაელისა და რუსეთის შემდეგ ვაშინგტონს გლობალური სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველ ქვეყნად მიიჩნევს.

ცნობისთვის, კვლევა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა, Nira Data-მ 98 ქვეყნის 94 000-ზე მეტ რესპონდენტს შორის ჩაატარა. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა დემოკრატიის იმ სამიტისთვის, რომელიც დღეს, 12 მაისს გაიმართება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE