მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მთავარი ოფიცერი მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მთავარი ოფიცერი მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მთავარი ოფიცერი მარიამ ქვრივიშვილს შეხვდა

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 21:14|bm.ge

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მთავარი ოფიცერი, ქეროლაინ ვიკი დელეგაციასთან ერთად თბილისს ეწვია. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, DFC-ის დელეგაცია შეხვედრებს მართავს საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეები ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ახალ შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე მსჯელობენ.

"მოხარულნი ვიყავით, გვემასპინძლა ქეროლაინ ვიკისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პოლიტიკის მთავარი ოფიცრისთვის. ტურის ფარგლებში, ქეროლაინ ვიკი ხელმძღვანელობს დელეგაციას თბილისში, ეკონომიკის მინისტრსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობების განსახილველად.

DFC წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო შტოს. მისი საქმიანობა საქართველოში ფოკუსირებულია პორტებზე, ინფრასტრუქტურასა და „შუა დერეფნის“ ინვესტიციებზე. წლების განმავლობაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ საქართველოში 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ფინანსური მომსახურების სფეროებში", - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

BM.GE

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

BM.GE

The Lake by Placemakers - International Property Awards 2026–2027-ის გამარჯვებულია

The Lake by Placemakers - International Property Awards 2026–2027-ის გამარჯვებულია

BM.GE

ფასები ადეკვატურია, საწვავის ბაზარზე მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს | ირაკლი ლექვინაძე

ფასები ადეკვატურია, საწვავის ბაზარზე მოკვლევის დაწყების საფუძველი არ არსებობს | ირაკლი ლექვინაძე

BM.GE