მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შვედეთსა და ინდოეთში ჩადის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შვედეთსა და ინდოეთში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შვედეთსა და ინდოეთში ჩადის

BM.GE22 მაისი, 2026, 16:55|bm.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს, შვედეთს NATO-ს მინისტერიალზე დასასწრებად ეწვევა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ შეხვედრის ფარგლებში ამერიკელი დიპლომატი თავდაცვის სფეროში ინვესტიციების ზრდის აუცილებლობაზე ისაუბრებს. პარალელურად, მარკო რუბიო „არქტიკის შვიდეულის“ წევრ ქვეყნებთან საერთო ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია NATO-ს წევრ ქვეყნებს თავდაცვაზე არასაკმარისი ხარჯების გაწევაზე უკვე მრავალი წელია აკრიტიკებს. აშშ-ირანის ომის ფონზე, მან ალიანსი ერთობლივ სამხედრო ძალისხმევაში არასაკმარისი კონტრიბუციის გამოც გააკრიტიკა. ევროპული სახელმწიფოების მიერ ჰორმუზის სრუტის დასაცავად ხომალდების გაგზავნაზე უარის თქმამ უთანხმოება კიდევ უფრო გააღრმავა. ანალიტიკოსები მოელიან, რომ რუბიო ამ მხრივ ვითარების განეიტრალებას და ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის პოზიციების დაახლოებას შეძლებს

რაც შეეხება აზიურ ტურნეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ინდოეთს 23-დან 26 მაისამდე პერიოდში ეწვევა. ამერიკელი დიპლომატი კალკუტაში, აგრაში, ჯაიპურსა და ნიუ-დელიში დაგეგმილ შეხვედრებზე ენერგეტიკული უსაფრთხოების, ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორმხრივი ურთიერთობები გასულ წელს აშშ-ის მიერ დაწესებული მაღალი ტარიფების გამო "გაცივდა", თუმცა ამჟამად მხარეები ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE