მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სამრეწველო პოტენციალის აღსადგენად $2 ტრილიონია საჭირო - McKinsey
აშშ-ის სამრეწველო პოტენციალის აღსადგენად $2 ტრილიონია საჭირო - McKinsey

აშშ-ის სამრეწველო პოტენციალის აღსადგენად $2 ტრილიონია საჭირო - McKinsey

BM.GE29 მაისი, 2026, 00:30|bm.ge

გლობალური საკონსულტაციო კომპანიის, McKinsey-ს ახალი კვლევის მიხედვით, სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციის იმპორტის სრულად ჩანაცვლებას და ქვეყანაში სამრეწველო ინდუსტრიული სიმძლავრეების შექმნას $2 ტრილიონის ინვესტიცია დასჭირდება. ეს აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6%-ს შეადგენს და ქვეყნის ორწლიანი სამხედრო ბიუჯეტის ტოლფასია.

როგორც ირკვევა, დასახელებული თანხა მხოლოდ უშუალოდ საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოიცავს და მასში მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ ენერგეტიკული საჭიროებების ხარჯები გათვალისწინებული არ არის.

ამჟამად აშშ ყოველწლიურად $3 ტრილიონის ღირებულების სამრეწველო საქონლის იმპორტს ახორციელებს, საიდანაც მეოთხედი ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან კატეგორიას მიეკუთვნება. კვლევის ავტორის, შუბჰამ სინგჰალის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი დეფიციტი მოწინავე ელექტრონიკის, ხელოვნური ინტელექტის სერვერებისა და ქიმიური მრეწველობის მიმართულებით ფიქსირდება.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება და სამრეწველო სიმძლავრეების გაფართოებას ხელი 2022 წლის CHIPS-ის აქტმაც შეუწყო, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი დაპირება - აშშ-ში წარმოების დაბრუნება - ეკონომისტებს ზედმეტად ამბიციურად და არარეალისტურად ეჩვენებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE