მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სენატმა FED-ის ხელმძღვანელად კევინ უორში დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა FED-ის ხელმძღვანელად კევინ უორში დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა FED-ის ხელმძღვანელად კევინ უორში დაამტკიცა

BM.GE14 მაისი, 2026, 14:17|bm.ge

აშშ-ის სენატმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის პოსტზე კევინ უორშის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ოთხშაბათს გამართულ კენჭისყრაზე ხმები 54-45-ზე გადანაწილდა, რაც ამ პოზიციისთვის ისტორიაში ყველაზე განხეთქილების მომტან მაჩვენებლად მიიჩნევა. გადაწყვეტილება ძირითადად პარტიული ნიშნით იქნა მიღებული, თუმცა რესპუბლიკურ უმრავლესობას პენსილვანიის დემოკრატი სენატორი, ჯონ ფეტერმანიც შეუერთდა.

კევინ უორში უფლებამოსილების შესრულებას დღეს, 14 მაისიდან შეუდგება, როდესაც ჯერომ პაუელის ვადა ოფიციალურად ამოიწურება.

როგორც ირკვევა, ახლად დამტკიცებული თავმჯდომარე უწყებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, FED-ის საბჭოში კი მისი მანდატი 14 წლით განისაზღვრა.

უორში ცენტრალური ბანკის მართვას იმ პერიოდში იწყებს, როდესაც ინფლაციის 3.8%-მდე ზრდის მიუხედავად, თეთრი სახლი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას აქტიურად ითხოვს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სენატში გამართულ დებატებს მკვეთრი პოლიტიკური დაპირისპირება ახლდა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ თუნმა დემოკრატები უორშის ოპოზიციის გამო გააკრიტიკა და მათ პოზიციას "ტრამპის სინდრომი" უწოდა. საპირისპიროდ, სენატორმა ელიზაბეთ უორენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ფედერალურ რეზერვზე კონტროლის დამყარება სურს, კევინ უორში კი მისი ინტერესების გამტარებელი იქნება.

თავად უორშმა სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე გამოსვლისას პირობა დადო, რომ მონეტარული პოლიტიკიდან პოლიტიკურ გავლენებს სრულად გამორიცხავს.

რაც შეეხება ჯერომ პაუელს, ის ფედერალური რეზერვის საბჭოში ხმის მიცემის უფლების მქონე გუბერნატორად რჩება. პაუელის განმარტებით, ის საქმიანობას მანამ გააგრძელებს, სანამ თეთრი სახლი ცენტრალური ბანკის სათავო ოფისის რემონტის ხარჯებთან დაკავშირებულ შემოწმებას არ დაასრულებს.

ცნობისთვის, კევინ უორში უოლ-სტრიტელი ყოფილი ბანკირია, რომელიც ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოში 2006-2011 წლებშიც მუშაობდა. იმ პერიოდში ის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მომხრედ მიიჩნეოდა და ინფლაციასთან საბრძოლველად მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებას უჭერდა მხარს, თუმცა ახლა მისი ხედვა და ფილოსოფია არსებითად შეცვლილია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ჩახავა - არქიტექტორი, რომლის იდეები 103 წლის შემდეგაც მომავალზე გვიყვება

გიორგი ჩახავა - არქიტექტორი, რომლის იდეები 103 წლის შემდეგაც მომავალზე გვიყვება

BM.GE

"პუტინი მალე ჩინეთში ჩავა" - კრემლი

"პუტინი მალე ჩინეთში ჩავა" - კრემლი

BM.GE

„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

BM.GE

ლევან დავითაშვილი იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის CEO გახდა

ლევან დავითაშვილი იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის CEO გახდა

BM.GE