მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ კვანტური ჩიპების წარმოების მხარდასაჭერად $2 მილიარდის გრანტს გამოყოფს
აშშ კვანტური ჩიპების წარმოების მხარდასაჭერად $2 მილიარდის გრანტს გამოყოფს

აშშ კვანტური ჩიპების წარმოების მხარდასაჭერად $2 მილიარდის გრანტს გამოყოფს

BM.GE23 მაისი, 2026, 03:15|bm.ge

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა კვანტური გამოთვლითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად ჯამში $2-მილიარდიანი სუბსიდიის პაკეტი დაამტკიცა. ინიციატივის უმსხვილესი ბენეფიციარი IBM-ია, რომელიც თითქმის $1 მილიარდის დაფინანსებას მიიღებს და ამ თანხით ის მომავლის ტექნოლოგიას განავითარებს.

არსებული ინფორმაციით, IMB Anderon-ის სახელით ცნობილი ქარხანა 300-მილიმეტრიანი კვანტური ფირფიტების ქარხნის სახით იმუშავებს. ანალიტიკოსების განმარტებით, ეს პროექტი IBM-ისთვის ახალ ბიზნესმიმართულებას ხსნის, რადგან ქარხანა ქვეყანაში პირველი კომერციული ობიექტი იქნება, რომელიც მხოლოდ კვანტური წარმოებისთვის აშენდა.

ცნობისთვის, კვანტური გამოთვლების სფეროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მიიჩნევს, რაც ჩინეთთან ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.

ზოგადად, კვანტურ კომპიუტერს, ქუბიტების წყალობით, წამში გაცილებით მეტი კალკულაციის განხორციელება შეუძლია, ვიდრე ტრადიციულ კომპიუტერს, რომელიც 0-ებისა და 1-ების, ანუ ბინარული სისტემით აზროვნებს. სისწრაფის მიუხედავად, ტექნოლოგია ჯერ კომერციული გამოყენებისათვის მზად არ არის, რადგან ის პროგრამულად გაუმართავია და ერთი კვანტური კომპიუტერის ღირებულება მრავალჯერ აღემატება პლანეტის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის ფასსაც. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ტექნოლოგია განვითარდება და მომავალში ის უფრო პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გახდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE