მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მესამე ავიამზიდი გაგზავნა
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მესამე ავიამზიდი გაგზავნა

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მესამე ავიამზიდი გაგზავნა

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 18:49|bm.ge

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანთან მზარდი დაპირისპირების ფონზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მესამე დამრტყმელი საავიაციო ჯგუფი გაგზავნა. როგორც ირკვევა, რეგიონისკენ USS Theodore Roosevelt-ის ავიამზიდი და USS Makin Island-ის სადესანტო ჯგუფი გაემართნენ.

სამხედრო ხომალდებზე განთავსებული 7,000 მეზღვაური და 2,000 საზღვაო ქვეითი რეგიონში მყოფ ამერიკულ ძალებს ოქტომბრის ბოლოს შეუერთდება. ახალი შენაერთების ჩასვლის შემდეგ საზღვაო კონტინგენტი 20,000 სამხედროსა და ასობით საბრძოლო თვითმფრინავს გადააჭარბებს. როგორც ირკვევა, ვაშინგტონი ამ ნაბიჯით მიზნად ირანზე სამხედრო ზეწოლის გაზრდას ისახავს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ დონალდ ტრამპმა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების შესაძლო გაძლიერებაზე ისაუბრა. Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონკრეტული სამიზნეების დასახელებაზე უარი განაცხადა, თუმცა თქვა, რომ ის ამ სცენარს აქტიურად განიხილავს.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდები USS George H.W. Bush და USS George Washington უკვე იმყოფებიან. USS George Washington-მა რეგიონში USS Abraham Lincoln-ი ჩაანაცვლა. ინფორმაციისთვის, ბოლოს სამი ამერიკული საავიაციო დამრტყმელი ჯგუფი რეგიონში ერთდროულად 2026 წლის აპრილში, მანამდე კი 2003 წელს მოქმედებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-მა ირანის საავტომობილო და სარკინიგზო სექტორებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანის საავტომობილო და სარკინიგზო სექტორებს სანქციები დაუწესა

BM.GE

რას საქმიანობს ტაილანდური ბიზნესჯგუფი C.P. Group-ი, რომელიც საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული

რას საქმიანობს ტაილანდური ბიზნესჯგუფი C.P. Group-ი, რომელიც საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული

BM.GE

8 თვეში წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი

8 თვეში წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE

ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

BM.GE