მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ჩინურ კომპანიებს Nvidia-ს H200 ჩიპების შეძენის უფლება მისცა
აშშ-მა ჩინურ კომპანიებს Nvidia-ს H200 ჩიპების შეძენის უფლება მისცა

აშშ-მა ჩინურ კომპანიებს Nvidia-ს H200 ჩიპების შეძენის უფლება მისცა

BM.GE15 მაისი, 2026, 04:29|bm.ge

აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტებს Nvidia-ს მეორე ყველაზე მძლავრი ჩიპების, H200-ის შესყიდვის ნებართვა მისცა. როგორც ირკვევა, შესაბამისი ლიცენზია დაახლოებით 10-მა კომპანიამ მიიღო, რომელთა შორის Alibaba, Tencent-ი, ByteDance-ი და JD.com სახელდებიან.

არსებული ინფორმაციით, ლიცენზირების პირობების თანახმად, თითოეულ დამტკიცებულ მყიდველს 75,000 ერთეული ჩიპის შეძენის უფლება აქვს. ამ პროცესში ოფიციალური დისტრიბუტორები Lenovo და Foxconn-ი იქნებიან. აღსანიშნავია, რომ კლიენტებს პროდუქციის მიღება როგორც უშუალოდ Nvidia-სგან, ისე აღნიშნული შუამავლების მეშვეობით შეეძლებათ.

საყურადღებოა, რომ ვაშინგტონის მხრიდან გაცემული ნებართვის მიუხედავად, ჩინეთში ჩიპების მიწოდება ამ დრომდე არ დაწყებულა. გარიგებების შეფერხების მიზეზი ოფიციალური პეკინის პოზიციაა. Reuters-ის ცნობით, ჩინეთის მთავრობა ადგილობრივ კომპანიებს შესყიდვებისგან თავის შეკავებას ურჩევს. პეკინი შიშობს, რომ უცხოურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება ადგილობრივი ჩიპების წარმოების განვითარებას შეაფერხებს.

Reuters-ის მიერ ინფორმაციის გავრცელება დროში ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტის სტუმორბას ჩინეთში. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი პეკინში ორ-დღიან სახელმწიფო ვიზიტს მართავს და მას Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგიც ესწრება. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებაა.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ შეზღუდვების დაწესებამდე Nvidia ჩინეთის მოწინავე ჩიპების ბაზრის 95%-ს აკონტროლებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE