მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა და ირანმა გამართულ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-მა და ირანმა გამართულ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს

აშშ-მა და ირანმა გამართულ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს

BM.GE23 მაისი, 2026, 00:17|bm.ge

აშშ-მა და ირანმა კონფლიქტის დასასრულებლად გამართულ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. არსებული ინფორმაციით, მხარეები აქტიურად განიხილავენ ვაშინგტონის იმ ახალ წინადადებას, რომელმაც მათ შორის არსებული აზრთა სხვაობა საგრძნობლად შეამცირა.

საყურადღებოა, რომ დადასტურებული ინფორმაცია წარმოდგენილი 14-პუნქტიანი შეთანხმების პუნქტების შესახებ ჯერ არ არსებობს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ვაშინგტონი და თეირანი გამდიდრებული ურანის მარაგებისა და ჰორმუზის სრუტეზე გადასახადების დაწესების საკითხებზე კვლავ ვერ თანხმდებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სრუტეში საზღვაო მიმოსვლაზე მუდმივი კონტროლის დამყარების შემთხვევაში შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება.

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ირანისა და ომანის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც სრუტეში მოძრაობის გასაკონტროლებლად სპეციალური საგადასახადო სისტემის შექმნას ითვალისწინებდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ამ საზღვაო გზას სრულად აკონტროლებს და გადასახადების დაწესებას არ დაუშვებს.

რაც შეეხება გამდიდრებული ურანის მარაგებს, აშშ მათ ქვეყნიდან გატანას აქტიურად ითხოვს. თეთრი სახლი შიშობს, რომ ეს მასალა ბირთვული იარაღის შესაქმნელად იქნება გამოყენებული. ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი კი ქვეყნიდან ბირთვული მასალის გატანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მეტიც, ირანული მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, უმაღლესი სულიერი ლიდერი იმეორებს მამის, აიათოლა ალი ხამენეის პოზიციას და ბირთვული პროგრამის სამშვიდობო მიზნებით შენარჩუნებას აუცილებლად მიიჩნევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

მიკრობანკების საკრედიტო პორტფელი ₾610.9 მილიონამდე გაიზარდა - 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები

BM.GE

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

"მიჭირს, გავიხსენო მსგავსი უპასუხისმგებლო მინისტრი" - გახარიას პარტია მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში დაიბარებს

BM.GE

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

Sleep Gallery თბილისში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და სასტუმროების მიმართულებას აფართოებს

BM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს

BM.GE