მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა და შვედეთმა ხელოვნური ინტელექტისა და თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს
აშშ-მა და შვედეთმა ხელოვნური ინტელექტისა და თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და შვედეთმა ხელოვნური ინტელექტისა და თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს

BM.GE23 მაისი, 2026, 16:55|bm.ge

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და შვედეთმა პარასკევს ტექნოლოგიური კეთილდღეობის შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს. ის ხელოვნური ინტელექტის, ბიოსამედიცინო კვლევების, კოსმოსის, კვანტური გამოთვლებისა და თავდაცვითი ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

როგორც ირკვევა, მხარეები მომავალი თაობის ქსელური ტექნოლოგიების განვითარებასა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სტანდარტების მხრივ კოორდინირებულ მუშაობას გეგმავენ. პარტნიორები სატელეკომუნიკაციო პრინციპების ჩამოყალიბებას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის 2027 წლის მსოფლიო რადიოკომუნიკაციების კონფერენციაში მონაწილეობით აპირებენ.

პარალელურად, დოკუმენტი სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის, მცირე მოდულური რეაქტორებისა და თერმობირთვული ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობას მოიცავს. ვაშინგტონი და სტოკჰოლმი ენერგეტიკული სისტემებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულის გაზიარების მიმართულებითაც ითანამშრომლებენ. მხარეები ბირთვული ინოვაციების გაფართოებას სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების მეშვეობით შეეცდებიან. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს პროცესი საცავების ინჟინერიასა და გეოლოგიურ მოდელირებაზე კვლევებს დაეფუძნება.

რაც შეეხება თავდაცვის სექტორს, ახალი შეთანხმება სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში დიალოგის დაწყებასა და ტრანსატლანტიკური ინდუსტრიული კოლაბორაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს. მხარეები ტექნოლოგიების გადაცემის მარეგულირებელ საკითხებსაც გადახედავენ. ამასთან, ვაშინგტონი და სტოკჰოლმი კვლევების უსაფრთხოების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ეს მიმართულება ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, ინვესტიციების შემოწმებასა და პოტენციური საფრთხის შემცველ სუბიექტებთან დაკავშირებული რისკების პრევენციას მოიცავს.

მემორანდუმი ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა. დოკუმენტის გაუქმება ნებისმიერ მხარეს 180 დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შეუძლია. შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს ერთობლივი კომიტეტის შეხვედრების მექანიზმი უზრუნველყოფს. ამ კომიტეტის სტრუქტურასა და მუშაობის პროცედურებს მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოგვიანებით განსაზღვრავენ.

ცნობისთვის, ახალი მემორანდუმი აშშ-სა და შვედეთს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2006 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ეფუძნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE