მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ირანის სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა
აშშ-მა ირანის სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა

აშშ-მა ირანის სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა

BM.GE28 მაისი, 2026, 13:43|bm.ge

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე სამხედრო ობიექტზე ახალი საჰაერო იერიშები განახორციელა. Reuters-ის ცნობით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა რეგიონში რამდენიმე ირანული უპილოტო საფრენი აპარატიც გაანადგურა. როგორც ირკვევა, ეს ობიექტები ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობასა და ამერიკულ სამხედრო შენაერთებს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. დასახელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მედიას ანონიმურმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

საყურადღებოა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა ირანის ტერიტორიაზე თავდაცვითი ხასიათის იერიშები ორშაბათსაც მიიტანა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ გაანადგურა ის ნაღმმტყორცნი კატარღები და სარაკეტო დანადგარები, რომლებიც რეგიონში განლაგებულ შენაერთებს საფრთხეს უქმნიდა. მაშინ ირანულმა მხარემ ეს ნაბიჯი ქვეყნებს შორის არსებული მყიფე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევად შეაფასა. რაც შეეხება ამჟამინდელ მოცემულობას, თეირანს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

აქვე უნდა ითქვას, რომ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანული მედიის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხები გავრცელება გააკრიტიკა და პუნქტები სიცრუედ მოიხსენია. თეირანის მტკიცებით, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ვაშინგტონი თანხმდებოდა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის ირანისა და ომანის მიერ კონტროლს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის არ დაუშვებს სტრატეგიული საზღვაო გზის რომელიმე ქვეყნის მიერ კონტროლქვეშ მოქცევას და იზრუნებს, რომ ის საერთაშორისო ნაოსნობისთვის ღია მუდმივად დარჩეს.

საყურადღებოა, რომ ახალი სამხედრო დარტყმები მოლაპარაკებების პარალელურად განხორციელდა, რაც აჩენს საფრთხეს, რომ მხარეებმა შესაძლოა საკითხის დიპლომატიურად გადაწყვეტაზე კვლავ თქვან უარი და საომარი მოქმედებები განაახლონ.

შეხსენებისთვის, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი საომარი მოქმედებები უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს და მას ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE