მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

BM.GE12 მაისი, 2026, 13:29|bm.ge

აშშ-ის მთავრობამ სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც სამ ფიზიკურ პირსა და ცხრა კომპანიას ეხება. ვაშინგტონი მათ ირანული ნავთობის ჩინეთისთვის მიწოდებაში დახმარებასა და ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა გასულ პარასკევს დაწესებულ სანქციებს, რომლებიც იმ პირებსა და ორგანიზაციებს შეეხო, ვინც ირანს დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების შეძენაში ეხმარებოდნენ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის (OFAC) სამიზნეში მოხვდნენ კომპანიები, რომლებიც ბაზირებულნი არიან ჰონგ-კონგში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანში:

ჰონგ-კონგი: ოთხი კომპანია, მათ შორის Hong Kong Blue Ocean Ltd და Jiandi HK Ltd. უწყების ცნობით, ისინი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ ნავთობის გასაყიდად შექმნილ „ფასადურ“ კომპანიებს წარმოადგენდნენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები: ოთხი კომპანია, მათ შორის დუბაიში მოქმედი Ocean Allianz Shipping LLC, რომელიც ირანული ნავთობის ტრანსპორტირებას „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების მეშვეობით ახდენდა.

ომანი: ლოგისტიკური ჯგუფი Zeus Logistics Group.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, სანქცირებულები არიან IRGC-ის ნავთობის შტაბ-ბინის თანამშრომლები, რომლებიც კოორდინაციას უწევდნენ ფინანსურ ოპერაციებს თურქული კომპანია Golden Globe-ის მეშვეობით.

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს სანქციების გამოყენებას, რათა ირანის ხელისუფლებას იარაღის წარმოებისთვის, ბირთვული პროგრამისა და რეგიონული პროქსი-ჯგუფების დაფინანსების წყაროები გადაუკეტოს.

პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ჯილდო 15 მილიონ დოლარამდე ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს IRGC-ის ფინანსური მექანიზმების ჩაშლას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE