მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ირანთან ბირთვული შეთანხმების ტექსტი თითქმის შეათანხმა
აშშ-მა ირანთან ბირთვული შეთანხმების ტექსტი თითქმის შეათანხმა

აშშ-მა ირანთან ბირთვული შეთანხმების ტექსტი თითქმის შეათანხმა

BM.GE25 მაისი, 2026, 21:40|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მუშაობის პრაქტიკულად დასრულება დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 90-95 პროცენტით დასრულდა, თუმცა დოკუმენტის დაუყოვნებლივ ხელმოწერა არ იგეგმება.

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საბოლოო შეთანხმების გასაფორმებლად მხარეები გარკვეულ დროს კიდევ მოითხოვენ.

როგორც ირკვევა, თეირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად საკმარისად გამდიდრებული ურანის მარაგების განადგურებას პრინციპების დონეზე დათანხმდა.

ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ირანი ამჟამად 60 პროცენტამდე გამდიდრებულ 440 კილოგრამზე მეტ ურანს ფლობს. დასახელებული მოცულობა სამოქალაქო ენერგეტიკის საჭიროებებს მნიშვნელოვნად აღემატება და ის სამხედრო მიზნებისთვის საჭირო მაჩვენებელს უახლოვდება.

ამჟამად მხარეები ბირთვული მასალების განადგურების პროცესის განხორციელებისა და ვერიფიკაციის მექანიზმებზე მსჯელობენ. ამასთან, მოლაპარაკებების მონაწილეები სპეციალურ ჩარჩო ხელშეკრულებას განიხილავენ, რომელიც ყოვლისმომცველი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მოსამზადებლად 60-დღიანი ვადის გამოყოფას ითვალისწინებს.

პარალელურად, ახალი ინიციატივა სანქციების ეტაპობრივ შემსუბუქებას ირანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პარალელურად ითვალისწინებს. ამასთან, ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილების სანაცვლოდ ირანზე საზღვაო ბლოკადის რეჟიმის შემსუბუქებას გეგმავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ, ამერიკული მხარე დიპლომატიის წარუმატებლობის შემთხვევაში სამხედრო სცენარს კვლავ განიხილავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდანიმედი
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

BM.GE