მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა
აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა

აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა

BM.GE16 მაისი, 2026, 15:31|bm.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დროებით აჩერებს რეგულაციას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირებული ქვეყნებიდან ჩასულ იმ ტურისტებს, ვისაც ტურნირის ბილეთები აქვთ შეძენილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში შესასვლელად 15 000 დოლარამდე მოცულობის გირაოს (საბანკო დეპოზიტის) გადახდას ავალდებულებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული რეგულაცია გასულ წელს აამოქმედა იმ ქვეყნების მიმართ, სადაც ვიზის ვადის გადაცილების მაღალი მაჩვენებელი და უსაფრთხოების სხვა პრობლემები ფიქსირდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რესპუბლიკური ადმინისტრაციის უფრო ფართო, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გეგმის ნაწილი იყო.

ახალი წესის მიხედვით, აშშ-ში მოგზაურობისას სავიზო გირაოს გადახდა სულ 50 ქვეყნის მოქალაქეს მოეთხოვებოდა. მათგან ხუთმა ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ესენია:

• ალჟირი; • კაბო-ვერდე; • კოტ-დ’ივუარი; • სენეგალი; • ტუნისი.

ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ფიფასგან (FIFA) საფეხბურთო მატჩებზე დასასწრები ბილეთები აქვთ შეძენილი, ამიერიდან სავიზო გირაოს გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალის ნაწილს, ისინი აღნიშნული ვალდებულებისგან მანამდეც გათავისუფლებულები იყვნენ ადმინისტრაციის იმ განკარგულების საფუძველზე, რომელიც ტურნირისთვის ვიზების დამუშავების პროცესს პრიორიტეტულს ხდის.

რადიო თავისუფლება წერს, რომ 15 მაისს სახელმწიფო დეპარტამენტის რუსულენოვანი გვერდი წერდა, რომ „დამატებით, ჩვენ ვხსნით სავიზო დეპოზიტის მოთხოვნას იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები შეიძინეს 2026 წლის 15 აპრილამდე FIFA PASS-ის სისტემის (ფიფას ოფიციალური სისტემის) მეშვეობით“.

„ამ ქვეყნებს შორისაა საქართველო, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი“, - ეწერა ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზე 15 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში. ეს ინფორმაცია ქართულ მედიაშიც გავრცელდა.

ამ საკითხის დასაზუსტებლად რადიო თავისუფლება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ გვერდმა ინფორმაცია განაახლა, სადაც მუნდიალის არამონაწილე ქვეყნები აღარ არიან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"თანაინვესტირების ფონდმა" "მკტვარი ჰესის" დირექტორად ჯუბო ტურაშვილი დანიშნა

"თანაინვესტირების ფონდმა" "მკტვარი ჰესის" დირექტორად ჯუბო ტურაშვილი დანიშნა

BM.GE

წელს 14-15%-ის ფარგლებში ველოდებით საბანკო დაკრედიტების ზრდას - დავით უტიაშვილი

წელს 14-15%-ის ფარგლებში ველოდებით საბანკო დაკრედიტების ზრდას - დავით უტიაშვილი

BM.GE

ბიზნესმა საკუთარ თავს თვითცენზურა დაუწესა და დუმილი არჩია - მაია მწარიაშვილი

ბიზნესმა საკუთარ თავს თვითცენზურა დაუწესა და დუმილი არჩია - მაია მწარიაშვილი

BM.GE

დღეს სოფელშიც მწვანილი აღარ მოჰყავთ და მერე გვიკვირს, რატომ ღირს ის ძვირი - გელა ხანიშვილი

დღეს სოფელშიც მწვანილი აღარ მოჰყავთ და მერე გვიკვირს, რატომ ღირს ის ძვირი - გელა ხანიშვილი

BM.GE