მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა უკრაინისთვის $373.6 მილიონის ღირებულების მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალების მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-მა უკრაინისთვის $373.6 მილიონის ღირებულების მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალების მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის $373.6 მილიონის ღირებულების მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალების მიყიდვა დაამტკიცა

BM.GE6 მაისი, 2026, 23:40|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 1,532 ერთეული JDAM-ER-ის ტიპის მართვადი ბომბების კომპლექტის მიყიდვა დაამტკიცა.

გარიგების საერთო ღირებულება $373.6 მილიონს შეადგენს. როგორც ირკვევა, კიევმა ჯამურად 1,200 ერთეული KMU-572 და 322 ერთეული KMU-556 მოდელის კომპლექტი მოითხოვა და დასტური დღეს მიიღო.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, შტატების მხრიდან გადაწყვეტილების მიღება ომში მყოფ ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება, თუმცა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, დასახელებული შეიარაღების გადაცემა რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსს არ შეცვლის და არ გამოიწვევს მკვეთრ რეაქციას კრემლისაგან.

აღსანიშნავია, რომ დამტკიცებული პაკეტი საბრძოლო მასალების გარდა სხვადასხვა დამხმარე აღჭურვილობასაც მოიცავს. ხელშეკრულება FMU-139 ტიპის ასაფეთქებლების, სათადარიგო ნაწილების, პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემასაც ითვალისწინებს. საყურადღებოა, რომ პროექტის მთავარი კონტრაქტორი კომპანია Boeing-ი იქნება. ამასთან, ამერიკული მხარე უკრაინელ სამხედროებს ლოგისტიკურ და საინჟინრო მომსახურებასაც გაუწევს. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახალი სისტემების ათვისებას სირთულეების გარეშე შეძლებენ.

ცნობისთვის, JDAM-ის სისტემები ჩვეულებრივ ბომბებს მაღალი სიზუსტის იარაღად აქცევს. მართვის სტანდარტული კომპლექტი GPS-ის მიმღებსა და სანავიგაციო მოწყობილობებს მოიცავს. ER, იგივე უფრო ფართო მანძილზე მოქმედებაზე გათვლილი მოდელი კი დამატებითი ფრთებითაა აღჭურვილი, რაც ჭურვის სამოქმედო რადიუსს 72.4 კილომეტრამდე ზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE