მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში აპრილის საბაზო ინფლაციამ 3.3% შეადგინა
აშშ-ში აპრილის საბაზო ინფლაციამ 3.3% შეადგინა

აშშ-ში აპრილის საბაზო ინფლაციამ 3.3% შეადგინა

BM.GE28 მაისი, 2026, 18:40|bm.ge

ამერიკის შეერთებულ შტატებში აპრილის საბაზო ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 3.3% შეადგინა. როგორც ირკვევა, სურსათისა და ენერგორესუსრსების ფასების გამოკლებით, ინდექსი თვიურ ჭრილში 0.2%-ით გაიზარდა. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, პირადი მოხმარების ხარჯების ფასების საერთო ინდექსმა თვიურად 0.4% შეადგინა, წლიური მაჩვენებელი კი 3.8%-ით განისაზღვრა.

დეტალური ანგარიშის თანახმად, გასულ თვეში საქონლის ფასებმა 0.7%-ით იმატა და ეს ცვლილება ბენზინის ღირებულების 5.5%-იანმა ზრდამ განაპირობა.

რაც შეეხება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მონაცემები, მისი ზრდის დაბალ მაჩვენებელზე მიუთითებს. წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა მხოლოდ 1.6%-ით გაიზარდა და ნავარაუდებ 2%-იან ნიშნულს ვერ მიუახლოვდა. როგორც ირკვევა, კლების ძირითადი მიზეზი სამომხმარებლო ხარჯების შემცირება და სუსტი საინვესტიციო აქტივობაა.

თუმცა მიუხედავად ამისა, აპრილში მოქალაქეთა დანახარჯები 0.5%-ით გაიზარდა, სამაგიეროდ, მათი პირადი დანაზოგების მაჩვენებელი 2022 წლის ივნისის შემდეგ პირველად, რეკორდულ 2.6%-მდე დაეცა.

რაც შეეხება გამოქვეყნებული მონაცემების ფონზე მონეტარული პოლიტიკის მომავალს, ანალიტიკოსების შეფასებით, ინფლაციური მიმდინარე მაჩვენებელი აშშ-ის ფედერალური რეზერვს საპროცენტო განაკვეთების შემცირების საშუალებას მკვეთრად შეუზღუდავს. ინვესტორები მოელიან, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკი მკაცრ პოლიტიკას 2026 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს, მომდევნო წელს კი საპროცენტო განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდის.

ტრეიდერების შეფასებით, ინფლაციის FED-ის მიერ დადგენილ სამიზნე 2%-იან მაჩვენებელზე ყველაზე უარყოფითი გავლენა ირანის ომმა და გაზრდილმა ტარიფებმა იქონია. მართალია, ახალი თავმჯდომარე კევინ უორში განაკვეთების შესაძლო შემცირებას მაინც უჭერს მხარს, თუმცა, როგორც ირკვევა, მას კომიტეტის სხვა წევრები სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ.

ცნობისთვის, პირადი მოხმარების ხარჯების ფასების ინდექსი ამერიკის ცენტრალური ბანკისთვის ინფლაციის გაზომვის მთავარი ინსტრუმენტია. ოფიციალური პირები საბაზო ინფლაციას გრძელვადიანი ეკონომიკური ტენდენციების საუკეთესო ინდიკატორად მიიჩნევენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

29 მაისის ღონისძიებების ანონსი

29 მაისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

"გვაქვს ჩავარდნა ერთ-ერთ კონტრაქტორთან... მას კონკრეტული ვადები განესაზღვრა" - რევაზ სოხაძე საჩხერეში მიმდინარე საგზაო სამუშაოებზე

"გვაქვს ჩავარდნა ერთ-ერთ კონტრაქტორთან... მას კონკრეტული ვადები განესაზღვრა" - რევაზ სოხაძე საჩხერეში მიმდინარე საგზაო სამუშაოებზე

BM.GE

აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო დასტურს ელიან - Axios

აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო დასტურს ელიან - Axios

BM.GE

Google-ის ინჟინერს Polymarket-ზე ინსაიდერული ვაჭრობისთვის ბრალი წარუდგინეს

Google-ის ინჟინერს Polymarket-ზე ინსაიდერული ვაჭრობისთვის ბრალი წარუდგინეს

BM.GE