მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში ბუნებრივი აირის მოპოვების რეკორდულ ზრდას მოელიან
აშშ-ში ბუნებრივი აირის მოპოვების რეკორდულ ზრდას მოელიან

აშშ-ში ბუნებრივი აირის მოპოვების რეკორდულ ზრდას მოელიან

BM.GE17 მაისი, 2026, 12:33|bm.ge

აშშ-ის ენერგეტიკის ადმინისტრაციამ წარადგინა ბუნებრივი აირის მოპოვების პროგნოზი, რომლის თანახმადაც 2026 წელს მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. არსებული ინფორმაციით, მომავალ წელს გაზის დღიური წარმოება 3.3 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ამასთან, ქვეყანაში შიდა მოთხოვნის კლებაა მოსალოდნელი და ის 2.58 მილიარდ კუბურ მეტრს არ აღემატება.

ბუნებრივი აირის მოპოვების ზრდას, ძირითადად, პერმიანსა და ჰეინესვილის რეგიონებში დაფიქსირებული 6%-იანი მატება განაპირობებს. როგორც ირკვევა, ნედლ ნავთობზე ფასების მატება მის მოპოვებას ასტიმულირებს, რაც გაზის წარმოების მოცულობასაც ზრდის. საგულისხმოა, რომ 2027 წლისთვის ადმინისტრაცია წარმოების კიდევ უფრო მეტ ზრდას ვარაუდობს.

პარალელურად, ქვეყანა თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ექსპორტი 2026 წელს 0.48 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, ხოლო მომდევნო წელს 0.52 მილიარდამდე მოიმატებს.

რაც შეეხება ქვანახშირს, მისი წარმოება აშშ-ში 1963 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდება. EIA-ს განმარტებით, წიაღისეული საწვავიდან ნახშირორჟანგის ემისია 2026 წელს 4.8 მილიარდ მეტრ ტონამდე შემცირდება. აღნიშნული ტენდენცია ნავთობის, ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მოხმარების კლებასთან არის დაკავშირებული.

ცნობისთვის, პერმაინი, რომელიც აშშ-ის ნავთობის მომპოვებელ უმსხვილეს აუზად მიიჩნევა, დასავლეთ ტეხასსა და აღმოსავლეთ ნიუ-მექსიკოში მდებარეობს. ჰეინესვილის რეგიონი კი ტეხასის აღმოსავლეთ და ლუიზიანას ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებს მოიცავს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"უცხოელმა გიდებმა ჩვენი სფერო წალეკეს" - ასოციაცია ახალი რეგულაციის აღსრულებას აკრიტიკებს

"უცხოელმა გიდებმა ჩვენი სფერო წალეკეს" - ასოციაცია ახალი რეგულაციის აღსრულებას აკრიტიკებს

BM.GE

"წელს, ცივი გაზაფხულის გამო გაყიდვები შემცირდა" - ნაყინის მწარმოებლები გამოწვევებზე

"წელს, ცივი გაზაფხულის გამო გაყიდვები შემცირდა" - ნაყინის მწარმოებლები გამოწვევებზე

BM.GE

ევროპის ცენტრალური ბანკი ივნისში საპროცენტო განაკვეთს გაზრდის - Reuters

ევროპის ცენტრალური ბანკი ივნისში საპროცენტო განაკვეთს გაზრდის - Reuters

BM.GE

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს

BM.GE