მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება
აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება

აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდება

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 19:13|bm.ge

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს შუალედური არჩევნები იმართება. ამ კენჭისყრის შედეგები დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ პერიოდზე გადამწყვეტ გავლენას იქონიებს. ამომრჩეველთა გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში ძალთა ბალანსს და თეთრი სახლის პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელების შესაძლებლობას განსაზღვრავს.

კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატის 435-ვე ადგილს და სენატის 100-დან 35 მანდატს მოიცავს.

ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე ორივე პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ფლობს, თუმცა კონტროლის ზღვარი მინიმალურ ნიშნულზეა. როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს მხოლოდ 4 სკამის დაკავება სჭირდებათ.

ამჟამად მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღება იმ 7 შტატზეა გადატანილი, სადაც რესპუბლიკურმა პარტიამ წინა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა, ამჯერად კი დემოკრატი კანდიდატები ლიდერობენ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად, შესაძლოა ტეხასის შტატში დემოკრატმა კანდიდატმა, ჯეიმს ტალარიკომ გაიმარჯვოს. სენატში შეიძლება მოხვდეს მიჩიგანში დაბადებული რელიგიით მუსლიმი აბდულ ელ-საიედიც, რომელიც წინასწარი მონაცემებით კონკურენტს 10%-იანი სხვაობით სჯობნის. რაც შეეხება სხვა საყურადღებო შტატებს, სიაში ვხვდებით ოჰაიოს, მეინს, აიოვას, კანზასსა და ალასკას.

საყურადღებოა, რომ წელს ამომრჩევლებისთვის ძირითად პრობლემურ საკითხად ეკონომიკური მდგომარეობა სახელდება. მოქალაქეებისთვის მთავარ გამოწვევას საწვავის, სურსათის, საცხოვრებლისა და ჯანდაცვის გაზრდილი ფასები ქმნის. ეს ზრდა კი, მეტწილად, თებერვალში ირანთან დაწყებული ომით არის განპირობებული. ამასთან, ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფებიც.

ინფორმაციისთვის, თუ დემოკრატები თუნდაც ერთი პალატის დაბრუნებას შეძლებენ, ეს დონალდ ტრამპის საკანონმდებლო ინიციატივებს პრაქტიკულად დაბლოკავს. კონგრესის კომიტეტებზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, ოპოზიცია თეთრი სახლის საქმიანობის, კორუფციული ბრალდებებისა და საიმიგრაციო სამსახურის ტაქტიკის გამოძიებას დაიწყებს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკური პარტია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას შეინარჩუნებს, დონალდ ტრამპი საკუთარი პოლიტიკური კურსის შეუფერხებლად გაგრძელებას შეძლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არჩევნები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • აშშ-ში შუალედური არჩევნები ტარდებაფორმულა
  • აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება - ამერიკელები კონგრესის ორივე პალატის წევრებსა და 36 შტატის გუბერნატორებს აირჩევენრუსთავი 2
  • ცნობილია ვინ გაიმარჯვა ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიტვ პირველი
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
არჩევნები →

მსგავსი სტატიები

ვინ მოამზადებს თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას? - ADB-მ 6 კომპანია შეარჩია

ვინ მოამზადებს თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას? - ADB-მ 6 კომპანია შეარჩია

BM.GE

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

BM.GE

საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა

საქართველოს ბანკის რიგით 30-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა - იდეათეკა ზესტაფონში გაიხსნა

BM.GE

GCCA-მ "ფერის" „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენის ნებართვა მისცა | როგორია კომპანიის გეგმა?

GCCA-მ "ფერის" „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენის ნებართვა მისცა | როგორია კომპანიის გეგმა?

BM.GE