მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში ელექტრომობილების მფლობელებისთვის შესაძლოა ყოველწლიური გადასახადი დაწესდეს
აშშ-ში ელექტრომობილების მფლობელებისთვის შესაძლოა ყოველწლიური გადასახადი დაწესდეს

აშშ-ში ელექტრომობილების მფლობელებისთვის შესაძლოა ყოველწლიური გადასახადი დაწესდეს

BM.GE23 მაისი, 2026, 23:10|bm.ge

აშშ-ის კონგრესმენებმა შეიმუშავეს ახალი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელებისთვის გზების მოვლის ყოველწლიური გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, დამტკიცების შემთხვევაში ინიციატივა ძალაში 2027 წლის 30 სექტემბრის შემდეგ შევა და ის ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მობილიზებას უზრუნველყოფს.

ახალი რეგულაციით ელექტრომობილების მფლობელები ყოველწლიურად დამატებით $130-ს გადაიხდიან. დასახელებული მოსაკრებელი ყოველ ორ წელიწადში $5-ით გაიზრდება და მაქსიმუმ $150-ს მიაღწევს. რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებს, მათი მფლობელებისთვის გადასახადი საწყის ეტაპზე $35-ით განისაზღვრება. ამჟამად ბენზინზე მომუშავე ავტომობილების მფლობელები ინფრასტრუქტურის განვითარების საფასურს სპეციალური საწვავის გადასახადით იხდიან.

ახალი დოკუმენტი ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტის თავმჯდომარემ სემ გრეივსმა და დემოკრატმა კონგრესმენმა რიკ ლარსენმა მოამზადეს. ავტორების განცხადებით, ეს ნაბიჯი გზებისა და ხიდების აღდგენას და ალტერნატიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ელექტრომობილების ინდუსტრიის ასოციაციის ZETA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ გორმა ახალ ინიციატივას მკაცრი, "სასჯელის მსგავსი გადასახადი" უწოდა. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ეკოლოგიური ტრანსპორტის მომხმარებლებზე არაპროპორციული გავლენა ექნება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოქალაქეებმა მოსაკრებელი გზების გამოყენების მიხედვით უნდა გადაიხადონ. ასოციაცია გეგმავს, რომ კონგრესთან ერთად გზების გამოყენების უფრო სამართლიანი საფასურის დასადგენად აქტიურად ითანამშრომლოს.

ცნობისთვის, მსგავსი მოსაკრებელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თავდაპირველ ინიციატივაშიც იგეგმებოდა. მაშინ ელექტრომობილების მფლობელებისთვის გადასახადი $250-ს შეადგენდა, თუმცა ეს პუნქტი დოკუმენტის საბოლოო ვერსიიდან სრულად ამოიღეს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საუდის არაბეთის $1-ტრილიონიანი ფონდი ლოგისტიკური კომპანიის შექმნას გეგმავს

საუდის არაბეთის $1-ტრილიონიანი ფონდი ლოგისტიკური კომპანიის შექმნას გეგმავს

BM.GE

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1.5 მილიონი ლარი შეგროვდა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის 1.5 მილიონი ლარი შეგროვდა

BM.GE

NFL-მა 2030 წელს სუპერ ბოულის ნეშვილში ჩატარებას მხარი დაუჭირა

NFL-მა 2030 წელს სუპერ ბოულის ნეშვილში ჩატარებას მხარი დაუჭირა

BM.GE

უაქციზო სასმელი, თამბაქო, ოქროს ნივთები - 2025 წელს უკანონო ბრუნვიდან ₾40 მილიონის საქონელია

უაქციზო სასმელი, თამბაქო, ოქროს ნივთები - 2025 წელს უკანონო ბრუნვიდან ₾40 მილიონის საქონელია

BM.GE