
აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
აშშ-ში ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 0.4%-ით მოიმატა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები 0.3%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. ამასთან, 0.2%-იანი მოლოდინის ფონზე, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.3%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს სურსათის ფასები 0.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ენერგომატარებლებს, ამ მიმართულებით 0.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ბენზინი კი 1.0%-ით გაძვირდა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ბიუროს ინფლაციის წლიური მონაცემები არ გამოუქვეყნებია, რადგან წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აშშ-ში ე.წ. "სამთავრობო შათდაუნი" მიმდინარეობდა, რა დროსაც სტატისტიკის სამსახური არ მუშაობდა და შესაბამისად, ბიუროს გასული წლის ოქტომბრის მონაცემები ფიზიკურად არ აქვს.
უახლესი სტატისტიკის გამოქვეყნების ფონზე, საპროგნოზო ბაზრებზე FED-ის მხრიდან დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობა გაიზარდა და ის უკვე 88%-იან ალბათობას აღწევს.
BM.GE
წყარო: bm.ge