
აშშ-ში მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში აგვისტოს თვეში მწარმოებელთა ფასების ინდექსი (PPI) წლიურად 5.4%-ით გაიზარდა. შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 5.3%-იან ნიშნულს აღემატება და ზედმეტად დაჩქარებულ ინფლაციაზე მიუთითებს.
ამასთან, 4.6%-მდე გაიზარდა საბაზისო ინფლაციის მაჩვენებელიც (Core PPI), რაც 2026 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა.
ამასთან, შრომის დეპარტამენტმა ივლისის თვის მონაცემებიც დააზუსტა და როგორც საერთო, ისე საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები ზრდის მიმართულებით შეასწორა. არსებული ინფორმაციით, ინფლაციური ზეწოლის ზრდაში მთავარი როლი ენერგორესურსების გაძვირებამ ითამაშა, კერძოდ იმან, რომ ნავთობი წელს 65%-ით არის გაძვირებული.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უახლესი სტატისტიკური მონაცემების გამო, აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთის გაზრდის ალბათობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რაც 30-წლიანი ობლიგაციების ფასებში უკვე აისახა.
BM.GE
წყარო: bm.ge