მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში მწარმოებელთა ფასების ინდექსი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
აშშ-ში მწარმოებელთა ფასების ინდექსი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

აშშ-ში მწარმოებელთა ფასების ინდექსი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE11 ივნისი, 2026, 20:30|bm.ge

ამერიკის შეერთებულ შტატებში საბითუმო ფასები მაისში 1.1%-ით გაიზარდა, რამაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6.5%-მდე აიყვანა.

აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაფიქსირებული ნიშნული 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალია. აღსანიშნავია, რომ Dow Jones-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები თვიურ ჭრილში მაჩვენებლის მხოლოდ 0.7%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.

არსებული ინფორმაციით, ინფლაციური წნეხის მატება ძირითადად საწვავის ფასების ზრდით არის განპირობებული, რამაც მწარმოებლებისთვის საბოლოო მოთხოვნის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა.

რაც შეეხება საბაზისო ინფლაციას, სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით, მაჩვენებელი მაისში 0.4%-ით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდებ 0.5%-იან ნიშნულზე ნაკლები აღმოჩნდა. ამასთან, წლიურ ჭრილში საბაზისო მწარმოებელთა ფასების ინდექსმა (Core PPI) 4.9% შეადგინა და აპრილის მაჩვენებელთან სრულ თანხვედრაში დაფიქსირდა.

ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე მონაცემები პანდემიისდროინდელი სტიმულირების პერიოდის ინფლაციურ დონეს უახლოვდება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ფინანსურ ბაზრებზე აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები კიდევ უფრო მეტად გამყარდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარიგებული თამაშები, სალაროდან გატანილი თანხები და ფინანსური კრიზისი - 6 საფეხბურთო კლუბის დარღვევები აუდიტის მიხედვით

გარიგებული თამაშები, სალაროდან გატანილი თანხები და ფინანსური კრიზისი - 6 საფეხბურთო კლუბის დარღვევები აუდიტის მიხედვით

BM.GE

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება... იმედი გვაქვს, ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს|ევროპარლამენტარი საქართველოზე ანგარიშზე

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება... იმედი გვაქვს, ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს|ევროპარლამენტარი საქართველოზე ანგარიშზე

BM.GE

ისტორიაში პირველად, აშშ-ში მზის ენერგიამ გამომუშავებით ქვანახშირს გადაუსწრო

ისტორიაში პირველად, აშშ-ში მზის ენერგიამ გამომუშავებით ქვანახშირს გადაუსწრო

BM.GE

IMF-ის მიერ პროგნოზის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე

IMF-ის მიერ პროგნოზის გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას ადასტურებს - ვახტანგ ცინცაძე

BM.GE