მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში ვიზიტისას კობახიძის შეხვედრა ტრამპთან დაგეგმილი არ არის | შალვა პაპუაშვილის განმარტება
აშშ-ში ვიზიტისას კობახიძის შეხვედრა ტრამპთან დაგეგმილი არ არის | შალვა პაპუაშვილის განმარტება

აშშ-ში ვიზიტისას კობახიძის შეხვედრა ტრამპთან დაგეგმილი არ არის | შალვა პაპუაშვილის განმარტება

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 16:55|bm.ge

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა არ იგეგმება. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, კობახიძე მხოლოდ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

"ეს გახლავთ ვიზიტი გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად, რაც არ წარმოადგენს ორმხრივ ვიზიტს. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიზიტი. ალბათ გინახავთ, რომ ჟენევაშიც ეწყობა ხოლმე ვიზიტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე შვეიცარიის ხელისუფლებას ხვდება. ასე რომ ეს გახლავთ ვიზიტი საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის მიზანია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა და გაეროს ინსტიტუციებთან შეხვედრები. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია, როდესაც რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო პარტნიორი მოიძულა და შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა თავის ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ საქართველო ამ დროისთვის აშშ-სთან ურთიერთობის დინამიკით კმაყოფილია.

"ჩვენ ამ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მათ შორის იმ პროექტით, რასაც "ტრამპ თაუერის" პროექტის განხორციელება ჰქვია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარი სახელის ამ რეგიონში წარმოჩენას ცდილობს, მგონი ესეც არის ის გზავნილი, რომელიც ამ დინამიკის სისწორეს უსვამს ხაზს. რაც შეეხება კომუნიკაციას, იცით, რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მათ შორის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი, არის უწყებებს შორის კომუნიკაცია. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ კმაყოფილი ვართ დინამიკით, ასევე მზად ვართ უფრო მეტად მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს", - ამბობს პაპუაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • „დიალოგს შინაარსი გამოაცალეთ“ – ელჩი ჰერჩინსკი „ოცნების“ პრემიერ ირაკლი კობახიძეს პასუხობსფორმულა
  • კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალიატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →ტრამპი →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება

BM.GE

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე

BM.GE

რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

BM.GE

სომხეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

სომხეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

BM.GE