მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია" - ირაკლი კობახიძე
"ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია" - ირაკლი კობახიძე

"ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია" - ირაკლი კობახიძე

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 02:00|bm.ge

ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს სერიოზულ დამოკიდებულებას ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

„რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას და DCFTA-ის. მაჩვენებელი არის 90%-ზე მეტი და ამაზე შეუძლია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია. ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ შესაბამის ვალდებულებებს. შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით 3 წლის წინ იყო 60-65% და ახლა არის 90%-ზე მეტი, რაც მოწმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული დამოკიდებულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ. რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, გახსოვთ, იგივე 12 პუნქტი, 9 პუნქტი.

ოპოზიცია არ შეუერთდა შესაბამის დისკუსიებს, სამუშაო ჯგუფებს, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობდით და ორად ორი პუნქტი იყო, რაც პრინციპულად არ შევასრულეთ. ერთი ეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, მათ შორის ე.წ. „ვეთინგის“ მეშვეობით და მეორე ეხებოდა უცხოური აგენტურისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაბარებას. იყო ორად ორი პუნქტი, რომელიც არ შევასრულეთ. სხვა პუნქტებზე სერიოზულად ვიმუშავეთ და დავდეთ შესაბამისი შედეგები. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება არის სერიოზული, დანარჩენი დამოკიდებულია თვითონ ევროპულ ბიუროკრატიაზე, მათ ნაბიჯებზე. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის და გამოვთქვამთ იმედს, რომ ისინიც გადმოდგამენ ნაბიჯებს საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ირაკლი კობახიძე ბრიუსელში გამართულ, "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობდა, სადაც კრიტიკული კითხვები დაუსვეს.

რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებში

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 181 სტატია.

  • კობახიძე „ევრონიუსის“ სამიტზე: ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყოფორმულა
  • კობახიძე ვისაც საჭიროა (ევროპაში) პირში ეუბნება ყველაფერს - ირაკლი კირცხალიატვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობასრუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

CVR Energy გეგმავს $4 მილიარდად ნავთობქარხნები იყიდოს

CVR Energy გეგმავს $4 მილიარდად ნავთობქარხნები იყიდოს

BM.GE

Palantir-ის შემოსავალი $2.3 მილიარდამდე გაიზარდა

Palantir-ის შემოსავალი $2.3 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

BM.GE

როგორია ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა კავკასიის რეგიონში?

როგორია ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა კავკასიის რეგიონში?

BM.GE