მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ათენში ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა - რამდენს ვყიდით/ვყიდულობთ?
ათენში ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა - რამდენს ვყიდით/ვყიდულობთ?

ათენში ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა - რამდენს ვყიდით/ვყიდულობთ?

BM.GE6 მაისი, 2026, 02:28|bm.ge

საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით, სააგენტო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში მიზანმიმართულ სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, რაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას ემსახურება.

უწყების ცნობით, ღონისძიება სააგენტოს მხარდაჭერითა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ათენში, ისტორიულ შენობაში The Hellenic Armed Forces Officers' Club ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და საზეიმო მიღება გაიმართა, რომელშიც 22 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. მონაწილეებს ადგილობრივ პოტენციურ პარტნიორებსა და ღვინის სფეროს პროფესიონალებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სააგენტოს ინფორმაციით, მიღებას საბერძნეთში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე მიიღო.

ორგანიზატორების შეფასებით, საბერძნეთში ქართული ქვევრის ღვინის მიმართ მაღალი ინტერესი შეინიშნება, რაც ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის. აღნიშნული ღონისძიება ამ მიმართულებით პირველი მასშტაბური პრეზენტაციაა, რომელიც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2026 წლის პირველ კვარტალში საბერძნეთში ქართული ღვინის ექსპორტი ღირებულებით შემცირდა, ხოლო მოცულობით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-მარტში ექსპორტის ღირებულებამ 54 800 დოლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2025 წლის იანვარი-მარტი – 59 900 დოლარი). ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ღვინის მოცულობა გაიზარდა – 2026 წელს საქართველოდან საბერძნეთში 11 322 ლიტრი ღვინო გავიდა, რაც 6.3%-ით აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს (10 643 ლიტრი).

წლიური მონაცემებით, მთლიანობაში საბერძნეთში ექსპორტმა 2025 წელს, 75 200 დოლარის ღირებულების 14 486 ლიტრ ღვინოს მიაღწია. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან საბერძნეთში ღვინის იმპორტი არ დაფიქსირებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდაიმედი
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
  • სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყოფორმულა
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE