
Audi Q9 - რას წარმოადგენს Audi-ს პირველი full-size flagship SUV-ი?
Audi-ს სამოდელო რიგს სრული ზომის, სამრიგიანი SUV — "Q9" ემატება. ის აგებულია იმავე პლატფორმაზე, რაზედაც ახალი საშუალო ზომის Q7, თუმცა მასზე გაცილებით გრძელი და მაღალია. მოდელი უშუალოდ ისეთი კონკურენტების დასამარცხებლად შეიქმნა, როგორებიცაა BMW X7 და Mercedes-Benz GLS. მის კაპოტქვეშ მოთავსებულია V-6 ტურბინიანი ძრავი, რომელიც შთამბეჭდავ 429 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
მდიდრულ ინტერიერში სამი რიგის გასწვრივ შვიდ მგზავრზე გათვლილი სივრცეა, თუმცა მეორე რიგში ორი კაპიტნის სავარძლის არჩევის შემთხვევაში, ტევადობა ექვს ადამიანამდე მცირდება. აქვე დაგხვდებათ უამრავი დისპლეი, პანორამული ლუქი, ინტერიერის განათება (ambient lighting) და საკმაოდ ტევადი საბარგული.
ძრავი, ტრანსმისია და წარმადობა
ძრავი: 429 ცხენის ძალის მქონე ტურბირებული 2.9-ლიტრიანი V-6ტრანსმისია: 8-საფეხურიანი ავტომატიკაამძრავი: სრული ამძრავი (AWD)
ყველა Q9 აღჭურვილია 429 ცხენის ძალის მქონე ტურბირებული 2.9-ლიტრიანი V-6 ძრავით, რვა-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და სრული ამძრავით. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის პნევმატიკური დაკიდების სისტემა, რომელიც რეგულირდება სიმაღლეში და აქვს ადაპტიური ამორტიზაცია.Prestige-ის კომპლექტაციას ემატება უკანა თვლების მოხვევის სისტემა, რომელსაც უკანა საბურავების 5 გრადუსამდე მოტრიალება შეუძლია, რაც მანევრულობას საგრძნობლად აუმჯობესებს. აჩქარება (0-60 მილი/სთ / 0-96 კმ/სთ): 4.9 წამი.
ინტერიერი, კომფორტი და საბარგული
Q9-ის წინა სივრცე ფართოა და გაფორმებულია პრემიუმ მასალებით, მათ შორის ხის დეტალებითა და ალპაკას ქსოვილებით. მართვის პანელი ციფრულია — ფუნქციების უმეტესობა სენსორულ საინფორმაციო-გასართობ სისტემაშია ინტეგრირებული. ცენტრალურ კონსოლში განთავსებულია სმარტფონის ორი უსადენო დამტენი და წყლის დიდი ბოთლებისთვის განკუთვნილი ჭიქის ორი დამჭერი. ზემოთ მდებარეობს დიდი პანორამული ლუქი, რომლის დაბურვაც სექციებადაა შესაძლებელი; პარკირებისას ის სრულად გაუმჭვირვალე ხდება, რათა სალონი მზეზე არ გადახურდეს.
მყიდველისთვის ხელმისაწვდომია ორი კაპიტნის სავარძელი, თუმცა სტანდარტული კონფიგურაცია სამმგზავრიანი ერთიანი სავარძელია. ცენტრალური კონსოლის უკანა ნაწილში განთავსებულია კლიმატკონტროლის დეფლექტორები, ხოლო იატაკზე — მცირე სათავსი. მეორე რიგის სავარძლები შეიძლება აღიჭურვოს გათბობისა და ვენტილაციის ფუნქციებით.
მესამე რიგის სავარძლები იატაკიდან ამოდის. თუ მეორე რიგის სავარძლები ბოლომდე უკანაა გაწეული, ფეხების სივრცე უკან საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა, მათი წინ წამოწევის შემთხვევაში, მესამე რიგი ზრდასრულ ადამიანებსაც თავისუფლად დაიტევს.
საინფორმაციო-გასართობი სისტემა;
ეკრანები: 14.5-დუიმიანი სენსორული ეკრანი ცენტრში, 12.3-დუიმიანი ეკრანი მგზავრისთვის.
კავშირი: Bluetooth, უსადენო Apple CarPlay და Android Auto.
აუდიო სისტემა: 16-დინამიკიანი Bang & Olufsen (სტანდარტული), 22-დინამიკიანი Bang & Olufsen (არჩევითი).
Q9-ის მართვის პანელი, ფაქტობრივად, მთლიანად ეკრანებითაა დაფარული. ცენტრალურ 14.5-დუიმიან ეკრანთან ერთად, მარცხნივ მოთავსებულია 11.9-დუიმიანი ციფრული ხელსაწყოთა პანელი მძღოლისთვის, ხოლო მარჯვნივ — 12.3-დუიმიანი დისპლეი მგზავრისთვის. უსადენო Apple CarPlay, Android Auto, Bluetooth და ბორტ-Wi-Fi სტანდარტულ კომპლექტაციაშია.
უსაფრთხოება და მძღოლის დამხმარე სისტემები
Q9-ის მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიების უმეტესობა სტანდარტულად არის წარმოდგენილი. თუ ავტომობილის საბუქსიროდ გამოყენებას გეგმავთ, შეგიძლიათ დაამატოთ არჩევითი მისაბმელის მანევრირების ასისტენტი, რომელიც უკუსვლით მოძრაობისას დაგეხმარებათ.
სტანდარტული უსაფრთხოების ფუნქციები: ავტომატური დამუხრუჭების სისტემა, ზოლში შენარჩუნების დამხმარე სისტემა, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი.
არჩევითი უსაფრთხოების ფუნქციები: მისაბმელის მანევრირების ასისტენტი (Trailer maneuvering assist).
წლების განმავლობაში სრული ზომის ლუქს-კლასის SUV-ების ბაზარზე Mercedes-Benz GLS-სა და BMW X7-ს პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავდათ (თუ არ ჩავთვლით Range Rover-ს). მიუხედავად იმისა, რომ Audi-ს არსენალში წარმატებული მოდელები, Q7 და Q8 ირიცხება, გაბარიტებითა და მესამე რიგის სივრცით ისინი მთავარ გერმანულ კონკურენტებს მაინც ჩამორჩებოდნენ. გერმანული ავტომწარმოებელი მალე ამ სიცარიელეს შეავსებს თავისი ისტორიაში ყველაზე დიდი და მდიდრული მოდელით — Audi Q9-ით.
ბრენდს შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს, საწყისი ფასი კი €108,400 Q9 TDI 220 kW კომპლექტაციაზე. პირველი მიწოდებები 2026 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება.
BM.GE
წყარო: bm.ge