მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აუცილებლად გვჭირდება ორი დიდი ჰიდროელექტროსადგური - ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე
აუცილებლად გვჭირდება ორი დიდი ჰიდროელექტროსადგური - ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე

აუცილებლად გვჭირდება ორი დიდი ჰიდროელექტროსადგური - ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე

BM.GE24 მაისი, 2026, 14:12|bm.ge

ვფიქრობ, რომ შიდა გენერაციის გაზრდა გვჭირდება, ასევე, აუცილებლად გვჭირდება ორი დიდი ჰიდროელექტროსადგური - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხების ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყანას ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის რეზერვუარიანი ელექტროსადგურები სჭირდება, რომლებიც წყლის შენახვისა და მისი საჭირო დროს გამოყენების საშუალებას იძლევა. ამიტომ, მხოლოდ მცირე გენერაციაზე ან ქარისა და მზის ენერგიებზე გადაჭარბებულ აქცენტი არამართებულია.

როგორც ჯერვალიძე განმარტავს, ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ ე.წ. „მწვანე გადასვლა“ იმაზე რთული პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე ამას 40-50 წლის პერსპექტივაში ვარაუდობდნენ.

„ბუნებრივია, მე ვემხრობი დიდ ჰიდროელექტროსადგურებს, რომლის მშენებლობაც გეგმაში აქვს ხელისუფლებას. ორი მაინც რომ გვქონდეს, ძალიან კარგი იქნება. ამისთვის კი, სერიოზული მუშაობაა საჭირო.

რაც უნდა თქვან, გარემოსდაცვითი კუთხით, ჰიდროენერგია მაინც ყველაზე ნაკლებ დამაზიანებელია. ცუდია, როდესაც ამდენი წყალი გაქვს და მას არ იყენებ. ძალიან სასაცილოა ქარის სადგურებზე აქცენტი. ნამდვილად კარგია, მაგრამ ეგ ვერ იქნება წამყვანი. ვერც ევროკავშირში გახდა წამყვანი, მიუხედავად იმისა, რომ ქარისა და მზის ენერგია მაქსიმალურად განავითარეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს არ არის საკმარისი სტაბილური ელექტროენერგიისთვის“ - აცხადებს ლიანა ჯერვალიძე BMG-სთან.

რაც შეეხება გარემოსდაცვით საკითხებს, მისივე შეფასებით, გარემოსა და კლიმატზე არა ჰესები, არამედ, მიმდინარე საომარი მოქმედებები ახდენს კრიტიკულ გავლენას.

„ომებია ირგვლივ, ჩვენს გარშემო მიდის დიდი ომი. რამდენი ტყვია გაისროლეს, რამდენი რაკეტა - ამას რა სახის დაზიანებები მოჰყვა? რასაც ვუყურებ, ყველაზე მეტი დაზიანება მოაქვს სწორედ ამას - როგორც ნიადაგის, ისე ატმოსფერული ცვლილებების, ჰაერის მასების გადაადგილების მიმართულებით. არცერთი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ამაზე არ ლაპარაკობს. რაც უკრაინის შავმიწიან ზოლში ტყვია-წამალი ჩავიდა, როგორ წარმოგიდგენიათ, ეს რა გავლენას იქონიებს ნიადაგის ნაყოფიერებაზე? ან ის ნაყოფი, რაც იქიდან შეიძლება წარმოიშვას, რამდენად უსაფრთხო იქნება?

მე ვფიქრობ, რომ გარემოსდაცვითი კუთხით ჰიდროელექტროსადგურების დამაზიანებელი გავლენის ძიებას, ჯობს, ამას მიექცეს ყურადღება. მართალია, გარემოს დაცვა ჩემი ძირითადი თემა მაინც არ არის, მაგრამ წუხილს გამოვთქვამ იმის გამო, რომ ამდენი ომების გამო ასეთი ზიანი ადგება ატმოსფეროს, რის გამოც კლიმატური ცვლილებები სახეზეა. ენგურჰესმა გააკეთა ეს? ან ჟინვალმა? ეს ომების დროს ჰაერის მასების გადაადგილებამ გამოიწვია, რამდენ რაკეტას ისვრიან დღე-ღამის განმავლობაში, სათვალავი დაიკარგა“ - აცხადებს ლიანა ჯერვალიძე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Binance-ის პლატფორმიდან ირანში $1.7 მილიარდის გადარიცხვის ფაქტი გამოვლინდა

Binance-ის პლატფორმიდან ირანში $1.7 მილიარდის გადარიცხვის ფაქტი გამოვლინდა

BM.GE

აქციები, ბინები, ₾18-მილიონიანი დივიდენდი "ორი ნაბიჯიდან" და 58 600 ლარის ფარდები|კახი ბექაურის დეკლარაცია

აქციები, ბინები, ₾18-მილიონიანი დივიდენდი "ორი ნაბიჯიდან" და 58 600 ლარის ფარდები|კახი ბექაურის დეკლარაცია

BM.GE

შეძლებს თუ არა მთავრობა სამწლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-სუფსის მილსადენის ამუშავებას?

შეძლებს თუ არა მთავრობა სამწლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-სუფსის მილსადენის ამუშავებას?

BM.GE

რა ქონებას ფლობს მადრიდის "რეალის" მომდევნო მწვრთნელი ჟოზე მოურინიო?

რა ქონებას ფლობს მადრიდის "რეალის" მომდევნო მწვრთნელი ჟოზე მოურინიო?

BM.GE