მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიასა და ევროპას შორის - ფაშინიანი
ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიასა და ევროპას შორის - ფაშინიანი

ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიასა და ევროპას შორის - ფაშინიანი

BM.GE26 მაისი, 2026, 18:38|bm.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი გეგმავს გახდეს უმოკლესი გზა ევროპიდან აზიისკენ.

25 მაისს, ქალაქ გიუმრიში წინასაარჩევნოდ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა ვრცლად ისაუბრა სატრანსპორტო სექტორში დაგეგმილ პროექტებზე და განაცხადა, რომ იგეგმება საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც ევროპას აზიასთან ყველაზე სწრაფად დააკავშირებს.

„საინტერესო რამ ხდება, რადგან ჩვენ ადრე ამას ვერც კი ვამჩნევდით, მაგრამ საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც 2025 წლის 8 აგვისტოს შემდეგ განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალს სომხეთს და სომხეთში მიმდინარე პროცესებს შეამჩნიეს, რომ უმოკლესი გზა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, გადის სომხეთის ტავუშის, ლორისა და შირაკის ოლქებზე. ჩვენ დავასრულეთ შირაკის ოლქის ერთი მონაკვეთი — ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის აშტარაკი-გიუმრის მონაკვეთი, თუმცა ახლა საერთაშორისო ინვესტორები დიდ ყურადღებას იჩენენ და უკვე მოვიდნენ ჩვენთან ახალი წინადადებით აშენდეს ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რომელიც ასევე გაივლის შირაკის, ტავუშისა და ლორის მარზებზე. რკინიგზის პარალელურად, უახლოეს წლებში ჩვენ ასევე დავიწყებთ გზის მშენებლობას აღმოსავლეთ-დასავლეთის, რომელიც იქნება უმოკლესი მარშრუტი ცენტრალური აზიის დასავლეთთან დასაკავშირებლად“, - განაცხადა ფაშინიანმა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი დერეფნის შესახებ საუბარი 2025 წლის აგვისტოში, აშშ-ის მედიატორობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ გააქტიურდა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზევე გამოცხადდა ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ეწოდება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელმაც საერთაშორისო დახმარება ფაქტობრივად გააჩერა, პროექტს 145 მლნ დოლარით დააფინანსებს. ახალი მარშრუტი ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს და ერთგვარი პარალელური გზა იქნება საქართველოზე გამავალი მარშრუტისა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართებაიმედი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

BM.GE

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

BM.GE

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE