მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზარტული თამაშების ბიზნესში მოქმედი ჯარიმები რეალურ შემაკავებელ ფუნქციას ვერ ასრულებს - მიხეილ დუნდუა
აზარტული თამაშების ბიზნესში მოქმედი ჯარიმები რეალურ შემაკავებელ ფუნქციას ვერ ასრულებს - მიხეილ დუნდუა

აზარტული თამაშების ბიზნესში მოქმედი ჯარიმები რეალურ შემაკავებელ ფუნქციას ვერ ასრულებს - მიხეილ დუნდუა

BM.GE27 აპრილი, 2026, 19:17|bm.ge

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აზარტული თამაშების ბიზნესში მოქმედი ჯარიმების სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ 2005 წელს არის დადგენილი, მოძველებულია და ვერ ასრულებს შემაკავებელ ფუნქციას. ასე განმარტა „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების მიზეზი მიხეილ დუნდუამ პარლამენტში, ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის წარდგენისას.

მთავრობა სათამაშო ბიზნესის სექტორში სანქციების მნიშვნელოვნად ამკაცრებს. კანონპროექტის მიხედვით, თუ კომპანიები სანებართვო მოსაკრებელს დადგენილ ვადებში არ გადაიხდიან, მათ საქმიანობის უფლება ავტომატურად შეუწყდებათ. ამასთან, სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები მნიშვნელოვნად იზრდება.

მიხეილ დუნდუა იმასაც ამბობს, რომ კანონპროექტის მომზადების წინაპირობას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევების გახშირება და არსებული სანქციების არასაკმარისი ეფექტიანობა.

"ამჟამად მოქმედი ჯარიმების ოდენობა ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას, ვერ უზრუნველყოფს რისკების ეფექტიან პრევენციას და შესაბამისად, ნებართვის მფლობელებისათვის, ანუ ორგანიზატორებისათვის, ხშირ შემთხვევაში ფინანსურად უფრო მიზანშეწონილია სანებართვო პირობების დარღვევა და შემდგომ ჯარიმების გადახდა, ვიდრე დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა.

დღეს მოქმედი რედაქციით, ჯარიმის მიზნებისათვის, აზარტული და მოგებიანი თამაშობების სახეების მიხედვით, სანებართვო პირობების დარღვევები დაყოფილია ორ კატეგორიად და განსხვავებული ოდენობის ჯარიმებია დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისათვის და სხვა სანებართვო პირობების დარღვევისათვის არის განსხვავებული მიდგომა.

პროექტის თანახმად, იზრდება ჯარიმები სხვა სანებართვო პირობების დარღვევისათვის და უთანაბრდება მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ოდენობას. მინდა შეგახსენოთ, რომ არსებული ზომა, რაც იყო დღემდე დამტკიცებული, 2005 წლისაა ანუ 20 წელია გასული იმ ჯარიმების ოდენობიდან და აბსოლუტურად მიზანშეწონილია ყველა თვალსაზრისით ჯარიმების ოდენობის გაზრდა და გათანაბრება სხვა სანებართვო პირობების დარღვევისათვის განსაზღვრულ ჯარიმებთან", - განაცხადა დუნდუამ.

ამას გარდა, მთავრობას ცვლილება შეაქვს "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონშიც. დუნდუას განცხადებით, ცვლილებების მიზანია სანებართვო პირობების დარღვევისას ყველა სუბიექტისთვის თანასწორი პასუხისმგებლობა დაწესდეს.

"დღეს არსებული კანონმდებლობით, ცალკეული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, თუ პირმა არ შეასრულა სანებართვო პირობები შესაბამისად, ნებართვა უქმდება. აღნიშნული არ ვრცელდება მხოლოდ აზარტული და მოგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ.

კანონპროექტის მიზანია სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებში არსებული ხარვეზის გამოსწორება, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანასწორი რეგულირება.

კანონპროექტის თანახმად, აზარტული და მოგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის გამო სანებართვო მოსაკრებლის გადაუხდელობა, ნაცვლად დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებისა, გამოიწვევს შესაბამისი ნებართვის გაუქმებას, როგორც სხვა შემთხვევაში არის", - განაცხადა დუნდუამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტმა ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებსიმედი
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE