მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანიდან "დამატებითი გაზის" მიწოდების შესახებ შეთანხმება კიდევ 20 წლით გახანგრძლივდა|პირობები ჯერ უცნობია
აზერბაიჯანიდან "დამატებითი გაზის" მიწოდების შესახებ შეთანხმება კიდევ 20 წლით გახანგრძლივდა|პირობები ჯერ უცნობია

აზერბაიჯანიდან "დამატებითი გაზის" მიწოდების შესახებ შეთანხმება კიდევ 20 წლით გახანგრძლივდა|პირობები ჯერ უცნობია

BM.GE18 მაისი, 2026, 20:05|bm.ge

საქართველომ და აზერბაიჯანმა აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ 20 წლით გააგრძელეს. შეთანხმება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორის დოკუმენტების პაკეტის ნაწილია და სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც 2003 წელს არის გაფორმებული, ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და 20 წლის ვადით გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თანამშრომლობისთვის სამხრეთკავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში", - წერს ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უწყება.

საქმე ის არის, რომ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5% მიიღოს - კონტრაქტი ძალაშია 2068 წლამდე. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან ანუ 2006 წლიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში ყიდულობს. სწორედ ე.წ. „დამატებით გაზის“ კონტრაქტს ეწურებოდა ვადა 2026 წლის ბოლოს.

დოკუმენტების ხელმოწერა ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევი შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს. ასევე ყურადღება გამახვილდა მშვიდობის მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილური განვითარების კონტექსტში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფორმდა შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება.

ამასთან, გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გახანგრძლივდა.

დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილი მოაწერა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვი და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვი.

მხარეებმა ასევე გააფორმეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევი.

შეთანხმების თანახმად, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან, 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენიმედი
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE