მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანიდან სომხეთში დიზელის საწვავი გაიგზავნა
აზერბაიჯანიდან სომხეთში დიზელის საწვავი გაიგზავნა

აზერბაიჯანიდან სომხეთში დიზელის საწვავი გაიგზავნა

BM.GE10 მაისი, 2026, 01:15|bm.ge

აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთების გადაზიდვა გრძელდება. აზერბაიჯანული მედია Trend-ი „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით წერს, რომ 9 მაისს აზერბაიჯანიდან სომხეთში 8 ვაგონი (479 ტონა) დიზელის საწვავი გაიგზავნა.

ამასთანავე, რუსეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, სომხეთში, ტრანზიტით 6 ვაგონი სასუქი გაიგზავნა, რომლის საერთო წონა 402 ტონას შეადგენს.

გამოცემა წერს, რომ 2025 წლის 21 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომართ თოყაევთან ერთად პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა, რომელიც ოკუპაციის დროიდან არსებობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი ასეთი ტრანზიტული ტვირთი სომხეთში ყაზახური მარცვლეულის მიწოდება იყო.

Trend-ი გადაზიდვების ქრონოლოგიას აქვეყნებს:

• 18 დეკემბერი: აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთში 1220 ტონა AI-95 მარკის ბენზინი გაგზავნა. • 2026 წლის 9 იანვარი: სომხეთში სულ გაიგზავნა 2698 ტონა ტვირთი (48 ვაგონი), მათ შორის 1742 ტონა AI-95 ბენზინი და 956 ტონა დიზელის საწვავი. • 11 იანვარი: გაიგზავნა 18 ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც დატვირთული იყო 979 ტონა AI-92 მარკის ბენზინით. • 25 თებერვალი: გაიგზავნა 4500 ტონა დიზელის საწვავი. • 5 მარტი: გაიგზავნა 31 ვაგონი 1984 ტონა დიზელის საწვავით და ორი ვაგონი 135 ტონა რუსული სასუქით. • 9 მარტი: გაიგზავნა 7 ვაგონიანი სატვირთო მატარებელი რუსული მარცვლეულით. • 11 მარტი: გაიგზავნა 11 ვაგონი მარცვლეული, საერთო წონით 1023 ტონა (ნეტო — 770 ტონა). • 24 მარტი: გაიგზავნა 4 ვაგონი სასუქი (271 ტონა) და ერთი ვაგონი წიწიბურა (68 ტონა). • 25 მარტი: გაიგზავნა 5 ვაგონი ხორბალი, საერთო წონით 350 ტონა. • 11 აპრილი: გაიგზავნა 15 ვაგონი (887 ტონა) დიზელის საწვავი. • 14 აპრილი: აზერბაიჯანიდან სომხეთში განხორციელდა 22 ვაგონი დიზელის საწვავის ექსპორტი. • 21 აპრილი: გაიგზავნა 16 ვაგონიანი სატვირთო მატარებელი 974 ტონა დიზელის საწვავით. • 24 აპრილი: აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტით განხორციელდა მორიგი მიწოდება — 350 ტონა მარცვლეული. • 30 აპრილი: გაიგზავნა 4 ვაგონი მარცვლეული (279 ტონა) და 3 ვაგონი სასუქი (203 ტონა). • 3 მაისი: გაიგზავნა 8 ვაგონიანი შემადგენლობა სასუქით, საერთო წონით 536 ტონა. • 4 მაისი: რუსეთიდან სომხეთში, აზერბაიჯანის გავლით, ტრანზიტით გაიგზავნა 10 ვაგონი სასუქი (678 ტონა). • 6 მაისი: რუსეთიდან სომხეთში ტრანზიტით გაიგზავნა 4 ვაგონი სასუქი (271 ტონა) და 4 ვაგონი მარცვლეული (275 ტონა).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანიტვ პირველი
  • პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანიარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE