მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზოტოვანი სასუქების ექსპორტი გაიზარდა|მთავარი ბაზარი უკრაინა და პერუა
აზოტოვანი სასუქების ექსპორტი გაიზარდა|მთავარი ბაზარი უკრაინა და პერუა

აზოტოვანი სასუქების ექსპორტი გაიზარდა|მთავარი ბაზარი უკრაინა და პერუა

BM.GE30 მაისი, 2026, 03:30|bm.ge

აზოტოვანი სასუქების ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, პირველი ოთხი თვის განმავლობაში ქვეყნიდან 54,1 მლნ აშშ დოლარის 160 331 ტონა აზოტოვანი სასუქის ექსპორტი განხორციელდა.

ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 46 მლნ აშშ დოლარი და 151 475 ტონა იყო. გარდა ამისა, წელს აზოტოვანი სასუქის საექსპორტო ფასი დაახლოებით 11%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, დღეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2026 წლის აპრილში დაახლოებით ორჯერ გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. საქსტატის მონაცემებით, წელს თვეების მიხედვით ექსპორტი შემდეგნაირად ნაწილდება:

• იანვარი - 8,5 მლნ აშშ დოლარი, 27 961 ტონა • თებერვალი - 14,9 მლნ აშშ დოლარი, 45 232 ტონა • მარტი - 6,4 მლნ აშშ დოლარი, 20 046 ტონა • აპრილი - 24,2 მლნ აშშ დოლარი, 67 090 ტონა

აღსანიშნავია, რომ ამ საქონლის ექსპორტი მესამე წელია იზრდება, მაგრამ ამ მხრივ რეკორდული წელი იყო 2022, რომლის პირველ 4 თვეშიც ორჯერ მეტი აზოტოვანი სასუქის ექსპორტი დაფიქსირდა (128,3 მლნ აშშ დოლარი, 192 541 ტონა)

წელს, მთავარი საექსპორტო ბაზრების ათეული ასე გამოიყურება:

• უკრაინა - 19,5 მლნ აშშ დოლარი • პერუ - 14,2 მლნ აშშ დოლარი • ინდოეთი - 4 მლნ აშშ დოლარი • სომხეთი - 2,7 მლნ აშშ დოლარი • იტალია - 1,9 მლნ აშშ დოლარი • ტანზანია - 1,8 მლნ აშშ დოლარი • განა - 1,5 მლნ აშშ დოლარი • ესპანეთი - 1,3 მლნ აშშ დოლარი • რუმინეთი - 1,1 მლნ აშშ დოლარი • ნამიბია - 1 მლნ აშშ დოლარი

წლევანდელი ზრდა ძირითადად უკრაინაში, პერუსა და ინდოეთში ექსპორტის მატებას უკავშირდება. თუმცა ამის საპირისპიროდ, რუმინეთსა და ესპანეთში აზოტოვანი სასუქების ექსპორტის კლება ფიქსირდება.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2024 წელს კლების შემდეგ, 2025 წელს აზოტოვანი სასუქების ექსპორტის ზრდა დაიწყო. კერძოდ, გასულ წელს ჯამურად ქვეყნიდან 132 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 423 663 ტონა სასუქი გავიდა. 2024 წელს კი ექსპორტმა 118,9 მლნ აშშ დოლარი და 412 258 ტონა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ აზოტოვანი სასუქების ექსპორტში ყველაზე მეტი წილი ამონიუმის ნიტრატს უკავია, შემდეგ მოდის ამონიუმის სულფატი. ხოლო მცირე რაოდენობით შარდოვანას ექსპორტიც ფიქსირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდაფორმულა
  • ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 2027 წლის 29 იანვრამდე გაახანგრძლივატვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მიზანი და მცდელობა, ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გაემწვავებინათ. ეს პარტიები ისწრაფვიან, უცხოეთიდან "დაისაჯოს" საქართველოს სახელმწიფორუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE