მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბადიაურში მაგისტრალთან კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის მოწყობა იგეგმება|პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ბადიაურში მაგისტრალთან კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის მოწყობა იგეგმება|პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ბადიაურში მაგისტრალთან კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის მოწყობა იგეგმება|პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

BM.GE7 მაისი, 2026, 16:43|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ადგილობრივი კვების პროდუქტების სარეალიზაციოდ განკუთვნილი სავაჭრო სივრცის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 797 850 ლარია.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი თანამედროვე სავაჭრო სივრცე უნდა მოეწყოს საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ახალი მაგისტრალის სატრანსპორტო კვანძთან, სადაც ადგილობრივი მეწარმეები შეძლებენ უსაფრთხო გარემოში პროდუქციის რეალიზაციას და სტაბილური შემოსავლის მიღებას.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის მიმდებარედ თბილისიდან დაახლოებით 50 კმ-ში, ახალ ჩქაროსნულ მაგისტრალთან და არეალის ფართობი შეადგენს 9241.00 კვადრატულ მეტრს.

"სავაჭრო სივრცის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს სავაჭრო და სამეწარმეო ზონები, ტერიტორიაზე პავილიონების, სათავსოების და ჯიხურების განთავსება, ავტოსადგომის მოწყობა, ასევე, საზოგადოებრივი სველი წერტილების, უსაფრთხოების, გარე განათების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნა.ახალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და შექმნის უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბიზნეს გარემოს", - წერია პრესრელიზში.

ცნობისთვის, საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2026 წელს იგეგმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

BM.GE

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

BM.GE

$347 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და 119 731-ლარიანი ხელფასი - მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია

$347 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და 119 731-ლარიანი ხელფასი - მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია

BM.GE