მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე სარეზერვო ნორმები 5 პროცენტული პუნქტით 19 მაისიდან შემცირდება|ბრძანება
ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე სარეზერვო ნორმები 5 პროცენტული პუნქტით 19 მაისიდან შემცირდება|ბრძანება

ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე სარეზერვო ნორმები 5 პროცენტული პუნქტით 19 მაისიდან შემცირდება|ბრძანება

BM.GE14 მაისი, 2026, 12:50|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტული პუნქტით შეუმცირა - შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა და ის ძალაში 19 მაისიდან შევა.

შესაბამისად, კომერციულ ბანკებს გამოუთავისუფლდებათ დამატებითი ფინანსური რესურსი, რათა აღნიშნული თანხა სესხებად გასცენ. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ბანკებს საერთო ჯამში დაახლოებით 250 მილიონი დოლარი გამოუთავისუფლდებათ.

სებ-მა ბანკებისთვის უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 2024 წლის ბოლოს გაზარდა, ახლა კი, აღნიშნული კვლავ შემცირების მიმართულებით შეიცვალა.

“2024 წლის ბოლოს გავაკეთეთ ეს ცვლილება [სარეზერვო მოთხოვნების ზრდა]. მაშინ გვქონდა ასეთი სიტუაცია – ჩვენ ბაზარზე გვქონდა არაფუნდამენტური რყევები, როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურების რისკები იყო და ეროვნულმა ბანკმა განახორციელა მაშინ ინტერვენციები. ბაზარზე ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობა დაგროვდა და ჩვენ გვქონდა შიში, რომ ეს უცხოური ვალუტის ლიკვიდობა ბანკებს შეიძლება სესხად გაეცათ რეალურ ეკონომიკაზე. ამის საპასუხოდ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული მაშინ და მაშინვე აღვნიშნეთ, რომ ეს იყო დროებითი ზომა.

ახლა ჩავთვალეთ, რომ ეს რისკები აღარ გვიდგას, ეს ჭარბი ლიკვიდობა აღარ არის ბაზარზე. ასევე ეროვნული ბანკი პირიქით, ინტერვენციებით დოლარს ყიდულობს და ჩვენს რეზერვებში აისახება. ამიტომ რისკები, რაც მაშინ გვქონდა, დღეს აღარ არის რელევანტური. რაც შეეხება დედოლარიზაციას, ჩვენ [სავალუტო სესხებზე] მილიონამდე ზღვრის ლიმიტით ვმართავთ. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ახლა დრო არის, დროებით შემოღებული ზომა უკან შეგვებრუნებინა. რეზერვების გამოთავისუფლება საბანკო სექტორისთვის დაახლოებით არის 250 მილიონი დოლარის ექვივალენტი და ეს ცხადია, გარკვეულწილად პოზიტიურად აისახება როგორც საბანკო სექტორის შემოსავლებზე, ასევე აისახება SME სეგმენტის დაკრედიტებაზე უცხოურ ვალუტაში, მათთვისაც ეს სესხი იქნება უფრო ხელმისაწვდომი. ამ მხრივ პოზიტიური გავლენა ექნება, თუმცა ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე იყო მიღებული, რომ უცხოურ ვალუტაში ვხედავთ, რომ გლობალურად ფინანსური პირობები ნელ-ნელა მკაცრდება. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურად ინფლაცია მაღალი ტემპით მიდის, შეიძლება ცენტრალურმა ბანკებმა, როგორც დოლარში, ისე ევროში გაამკაცრონ მონეტარული პოლიტიკა. ამიტომ ეს რომ უფრო მკვეთრად არ გადაეცეს ჩვენს ეკონომიკას, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს პოლიტიკა”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა გამოიანგარიშება სპეციალური ფორმულით, რომელიც დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელს ეყრდნობა. რაც უფრო მაღალია კონკრეტული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია დარეზერვების კოეფიციენტი. 2026 წლის მარტის მდგომარეობით დეპოზიტების დოლარიზაცია 53%-ს შეადგენს, რისი გათვალისწინებითაც დარეზერვების საშუალო ნორმა ამჟამად 16.5%-ს შეადგენს, რაც 19 მაისიდან 11.5%-მდე შემცირდება.

"უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:

ა) 20%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;

ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;

გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RR=10%+[(DR-40%)*(20%-10%)/(70%-40%)]

სადაც:

RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;

DR არის ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი,"- ნათქვამია სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სენატმა FED-ის ხელმძღვანელად კევინ უორში დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა FED-ის ხელმძღვანელად კევინ უორში დაამტკიცა

BM.GE

"პირველადი მონაცემებით, წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე" - ზვიად გაბისონია

"პირველადი მონაცემებით, წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე" - ზვიად გაბისონია

BM.GE

"სსე 20 მლნ-მდე ლარს დაზოგავს" - ქვესადგურ "ურბნისის" მშენებლობაზე 6 კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

"სსე 20 მლნ-მდე ლარს დაზოგავს" - ქვესადგურ "ურბნისის" მშენებლობაზე 6 კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE

ძუ ცხოველის შეჯვარება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი - კიდევ რა იცვლება?

ძუ ცხოველის შეჯვარება წელიწადში მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი - კიდევ რა იცვლება?

BM.GE