
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის გატარება გაიზრდება - თოყაევი
ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ ჟომარტ თოყაევი ამბობს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის გატარება გაიზრდება. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Report-ი წერს, ეს ყაზახეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენი ქვეყნები მხარს უჭერენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობას. ვაპირებთ, გავზარდოთ გატარებული ნავთობის მოცულობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით", - განაცხადა ტოკაევმა.
უკვე მეორე დღეა, საქართველოს მთავრობის დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ყაზახეთში შეხვედრებს მართავს.
რაც შეეხება BTC-ის, BP-ის კვარტალური ანგარიში აჩვენებს, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში მილსადენის დატვირთვა შემცირდა. კერძოდ, პირველი კვარტალის განმავლობაში, დაახლოებით 49 მილიონი ბარელი (6 მლნ ტონა) ნედლი ნავთობი გადაიზიდა, რაც წლიურად 5 მლნ ბარელით შემცირებული მაჩვენებელია.
1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2026 წლის პირველი კვარტალის ჩათვლით ჯამში 4.7 მილიარდი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (626 ტონაზე მეტი).
დღეის მდგომარეობით, BTC-ის აქციონერები არიან: Bp (30.10%), SOCAR (32.97%), MOL (8.90%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), ONGCVidesh (3.10%), ExxonMobil (2.50%) and INPEX (2.50%).
BM.GE
წყარო: bm.ge