მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელებაა - აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელებაა - აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელებაა - აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი

BM.GE2 ივნისი, 2026, 18:45|bm.ge

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2017 წელს ლენტის გაჭრით არ დაწყებულა, იგი აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის სურვილით დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ დღეს ყველა დიდი სიხარულით ელოდებოდა. ნაბიევმა აღნიშნა, რომ ჰეიდარ ალიევმა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები იქნებოდნენ და სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გაგრძელება იყო ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი.

რაშად ნაბიევმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სამ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას და პროექტის ლიდერების როლს.

„აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ხედავდა ამ პროექტის მომავალს და ბოლო 30 წელიწადში ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად მართალი იყო ჰეიდარ ალიევი. 2017 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს და ამ პროექტის საწყისი ეტაპი დაიწყეს. ამ პროექტის განხორციელებისთვის და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები.

აზერბაიჯანმა ბოლომდე შეასრულა ეს ყველა მოთხოვნა. ეს არ იყო მხოლოდ სამუშაო პროცესი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტვირთზიდვის საქმეში. დღეს ბაქო-თბილისი-ყარსი არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ტრანზიტული გზა“.

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ასევე ახსენა ბოლო პერიოდში მიღწეული შეთანხმებები და მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებს.

„რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა არ იქნებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირდაპირი, უშუალო მონაწილეობის გარეშე.

ბოლოს მეც მინდა, როგორც ჩემმა კოლეგამ აღნიშნა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებით ჩემს მეგობარს, ქალბატონ ქვრივიშვილს. მე მჯერა, რომ ეს პროექტი უფრო დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს“.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირიიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →აზერბაიჯანის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ნატოსა და EU-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი ₾14.1 მილიონად იყიდება|პირობები

ნატოსა და EU-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი ₾14.1 მილიონად იყიდება|პირობები

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

ხორბალი წლიურად 28%-ით გაძვირდა - ვინ აწარმოებს/მოიხმარს ყველაზე მეტს?

ხორბალი წლიურად 28%-ით გაძვირდა - ვინ აწარმოებს/მოიხმარს ყველაზე მეტს?

BM.GE

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

BM.GE