მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმის ახალი ბულვარის პლაჟის გამაგრებისთვის 110,000 კუბური მეტრი ქვა-ხრეშის შეტანა იგეგმება
ბათუმის ახალი ბულვარის პლაჟის გამაგრებისთვის 110,000 კუბური მეტრი ქვა-ხრეშის შეტანა იგეგმება

ბათუმის ახალი ბულვარის პლაჟის გამაგრებისთვის 110,000 კუბური მეტრი ქვა-ხრეშის შეტანა იგეგმება

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 17:34|bm.ge

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბათუმში, ე.წ. ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.53 მილიონი ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი მდინარე ჭოროხის ჭალა-კალაპოტიდან გამოყოფილი საკარიერო უბნიდან სანაპიროზე 110 000 კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალის შეტანას ითვალისწინებს. სამუშაოები ორ მონაკვეთზე განხორციელდება. პირველ უბანზე - 325 მ, ხოლო მეორეზე 290 მეტრი სიგრძის რეცხვადი ბერმის მოწყობა იგეგმება.

პროექტის მიხედვით, პირველ მონაკვეთზე 40 000 კუბური მეტრი მასალა განთავსდება, მეორეზე კი - 70. მასალის მოპოვება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში, მდინარე ჭოროხის ჭალა-კალაპოტში მდებარე კარიერზეა დაგეგმილი. კარიერიდან პლაჟამდე მასალის ტრანსპორტირების მანძილი 13 კილომეტრს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები 2023-2024 წლებშიც განხორციელდა. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მაშინ მოწყობილმა რეცხვადმა ბერმამ დადებითი შედეგი გამოიღო და შტორმული სეზონის განმავლობაში ბულვარის ტერიტორია წარეცხვისგან დაიცვა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ბერმის ნაწილი უკვე წარეცხილია, რის გამოც პლაჟის პარამეტრების შესანარჩუნებლად დამატებითი მასალის შეტანა გახდა საჭირო.

პროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ მდინარე ჭოროხის მიერ სანაპიროსთვის პლაჟწარმომქმნელი მასალის მიწოდება შემცირებულია, რაც მდინარეზე თურქეთის ტერიტორიაზე აშენებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს უკავშირდება. პროექტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული გარემოება სანაპირო ზოლის ხელოვნური კვების საჭიროებას ზრდის.

სამუშაოების შესრულებისთვის გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს კარიერში მისასვლელი გზის მოწესრიგება, დროებითი დამბის მოწყობა და შემდგომ მისი დემონტაჟი, მასალის ექსკავატორით მოპოვება, სატვირთო ავტომობილებით ტრანსპორტირება და პლაჟზე ბულდოზერით განაწილება.

სამუშაოების ხანგრძლივობა პროექტით 120 დღედ არის განსაზღვრული.

სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელს ასევე ევალება სამუშაოების მიმდინარეობის უწყვეტი ვიდეოჩაწერა და შესაბამისი ვიდეომასალის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენა. ამასთან, სამუშაოების დასრულების შემდეგ მან ტერიტორია უნდა გაათავისუფლოს სამშენებლო ტექნიკისა და დროებითი ნაგებობებისგან, ასევე უზრუნველყოს გარემოს სათანადო აღდგენა.

ტენდერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 533 086 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 11 დეკემბერს დაიწყება და 16 დეკემბერს დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელჭექი, ქარი, შტორმი - დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

ელჭექი, ქარი, შტორმი - დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

BM.GE

Anthropic-ის აქციების ფასი პრემარკეტზე 6%-ით შემცირდა

Anthropic-ის აქციების ფასი პრემარკეტზე 6%-ით შემცირდა

BM.GE

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ₾442-მილიონიანი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

ანაკლიის პორტთან მისასვლელი ₾442-მილიონიანი გზის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

m² თბილისში 6 ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შესაძენად

m² თბილისში 6 ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შესაძენად

BM.GE