მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში ბევრად ცუდი სურათი გვაქვს, შარშანდელთან შედარებით, კლება 30%-ია - TAV Georgia
ბათუმში ბევრად ცუდი სურათი გვაქვს, შარშანდელთან შედარებით, კლება 30%-ია - TAV Georgia

ბათუმში ბევრად ცუდი სურათი გვაქვს, შარშანდელთან შედარებით, კლება 30%-ია - TAV Georgia

BM.GE18 მაისი, 2026, 18:40|bm.ge

"ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომ ირანში თებერვლის ბოლოს დაწყებულმა სამხედრო დაპირისპირებამ ბათუმის აეროპორტს განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა, სადაც იანვარ-აპრილში მგზავრების რაოდენობამ 30%-ით იკლო.

"საქმიანი დილის" რუბრიკა "საუბრები ავიაციაზე" თეა ზაქარაძე სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ ფრენების გაუქმების მიზეზებზე ისაუბრა. მისივე თქმით, საავიაციო საწვავის გაძვირების გამო, რეისებს აუქმებდნენ ქართული საავიაციო ბაზრის ისეთი ლიდერი კომპანიები როგორებიცაა: Georgian Airways და Turkish Airlines-ი.

„2025 წელი 5.4 მლნ მგზავრით ჩავხურეთ. გათვლა გვქონდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მატება გვექნებოდა და ვფიქრობდით, რომ წელს, 2026 წელს, 5.8 მლნ - 5.9 მლნ-მდე, თითქმის 6 მილიონი მგზავრით ჩავხურავდით. თუმცა იმ ფონზე, რაც ახლა გვაქვს, რა თქმა უნდა, კლებაა. მიუხედავად ამისა, შემიძლია ერთი სასიხარულო ამბავი გითხრათ და გაგიზიაროთ: იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილის მდგომარეობით, ჯამში, შარშანდელთან შედარებით მაინც პლუსში ვართ.

თუმცა მარტში მყისიერი კლება გვქონდა. თბილისის აეროპორტში მარტის თვეში მგზავრთნაკადის 12%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო აპრილში - 16%-იანი. ველოდებით, რომ მაისიდან რეისების აღდგენა ნელ-ნელა დაიწყება. ძალიან სასიხარულოა, რომ არსებული ავიაკომპანიებიც ზრდიან სიხშირეებს, თუმცა რა თქმა უნდა, გაძვირებული საწვავის ფონზე ისინიც კრიზისში არიან. მაგალითად, ავიაკომპანია Georgian Airways-მა მაისში 85 რეისი გააუქმა. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება აეროპორტისთვის, როცა ადგილობრივ ავიაკომპანიებს საწვავის გაძვირების გამო ასე უჭირთ. ყველანაირად ვცდილობთ, მათ ხელი შევუწყოთ და ყველა ავიაკომპანიასთან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მოლაპარაკება.

ასევე აღსანიშნავია, რომ საწვავის ფასების ზრდის გამო რეისები გააუქმა Turkish Airlines-მაც, რომელიც ჩვენი ისტორიული პარტნიორია და 25 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს, ასევე - AnadoluJet-მაც. ველოდებით, რომ ივნისიდან ციფრები უკვე პოზიტიური დინამიკით განვითარდება და ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ. ვეძებთ სხვადასხვა გამოსავალს, მათთან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კონტაქტი, რომ საქართველოში მათი ოპერირება მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ.

რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში ბევრად უფრო ცუდი სურათი გვაქვს. საერთო ჭრილში, შარშანდელთან შედარებით, ბათუმის აეროპორტში 30%-იანი კლებაა. იანვარიც ძალიან მძიმე იყო ცუდი ამინდების გამო და ძალიან ბევრი რეისი გაუქმდა, რის გამოც მარტსა და აპრილში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კლებამ 45-50%-მდე მიაღწია. ოთხ თვეში, საერთო ჭრილში, ბათუმის აეროპორტში, ასე ვთქვათ, 30%-იანი კლებაა. თუმცა არიან ახალი მოთამაშეები და ვიმედოვნებთ, რომ ისინი შემოვლენ და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს დაიწყებენ", - განაცხადა ზაქარაძემ "საქმიანი დილის" ეთერში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE