მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაუმერის აკადემია ბათუმში - ,,ფრეონზე მომუშავე სისტემები და რეგულაციები”
ბაუმერის აკადემია ბათუმში - ,,ფრეონზე მომუშავე სისტემები და რეგულაციები”

ბაუმერის აკადემია ბათუმში - ,,ფრეონზე მომუშავე სისტემები და რეგულაციები”

BM.GE28 მაისი, 2026, 17:57|bm.ge

საქართველოს ბაზარზე ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი სტანდარტების დამკვიდრება სულ უფრო აქტუალური ხდება, რაც სამშენებლო და საინჟინრო სექტორებს ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს — ფრეონზე მომუშავე სისტემების მართვა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაა. სწორედ ამიტომ, ბაუმერის აკადემიის ორგანიზებით, ბათუმში 3-დღიანი სამუშაო შეხვედრა — „ფრეონზე მომუშავე სისტემები და რეგულაციები“ — გაიმართება.

შეხვედრის ფარგლებში დარგის წამყვანი სპეციალისტი — HVAC/R ინჟინერი ლაშა ქარელი დეტალურად განიხილავს ფრეონის მუშაობის სპეციფიკას, თანამედროვე გარემოსდაცვით ნორმებსა და საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებებს.ინტენსიური 3-დღიანი კურსი სექტორის მენეჯერებსა და ტექნიკურ სპეციალისტებს დაეხმარება, დეტალურად გაეცნონ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და უსაფრთხოების წესებს, თავიდან აირიდონ სამართლებრივი თუ ფინანსური რისკები და საკუთარი საქმიანობა არსებულ სტანდარტებს შეუსაბამონ.

მათთვის, ვის ობიექტზეც ჩილერი, VRV ან სამაცივრე აგრეგატია დამონტაჟებული, უსაფრთხოების რეგულაციების ცოდნა აუცილებელი პირობაა. ეს კურსი მათ დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, ცოდნის განახლებასა და სამუშაო პროცესების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.

ბათუმის სწრაფი ურბანული და ეკონომიკური ზრდა დარგის წარმომადგენლებისგან ახალი კანონების პროაქტიულ გაცნობას მოითხოვს. შესაბამისად, ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობა ამ სამუშაო შეხვედრაზე მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტების გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის.

შეხვედრაზე ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა წინასწარ, მითითებულ ბმულზე შეგეძლებათ: https://shorturl.at/WvHph

ბაუმერის აკადემია წარმოადგენს საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს HVAC/R (გათბობა-გაგრილება, ვენტილაცია) სექტორში მოღვაწე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას. აკადემია ხელს უწყობს თანამედროვე, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქართულ ბაზარზე და კურსის მსვლელობისას სთავაზობს პრაქტიკულ სწავლებებს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE