მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ | პრემიერი
ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ | პრემიერი

ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია... მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ | პრემიერი

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 16:45|bm.ge

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათთან ექიმები და ფსიქოლოგები მუშაობენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა, სადაც აფეთქებისას დაშავებული ორი მცირეწლოვანი მკურნალობს.

"გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათზე ზრუნავენ ექიმები. ექიმებს მადლობას გადავუხდი. ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგებიც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ასევე საძიებო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებს, შსს თანამშრომელბსა და მინისტრს, ასევე მერიის სამსახურებს და აღნიშნა, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.

19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარმა აფეთქებამ კორპუსის ნაწილი ჩამოანგრია. შემთხვევამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის - 2 მცირეწლოვანი ბავშვის; კიდევ 5 დაშავებული მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში 150-მდე მაშველი მუშაობდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან სასტუმროებში 28 ოჯახს, ჯამში დაახლოებით 143 ადამიანს გადაიყვანენ. თავდაპირველად თბილისის მერია კორპუსის 90 ოჯახის დროებით განთავსებას გეგმავდა, თუმცა შენობის მდგრადობის შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საცხოვრებლად უვარგისია მხოლოდ ორი სადარბაზო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

"ჰელსიკორი" "ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის" შეძენას გეგმავს

BM.GE

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას სწავლობს

ენერგოომბუდსმენი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას სწავლობს

BM.GE