მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Bayer-ის კვარტალური მოგება პროგნოზებს მნიშვნელოვნად გასცდა
Bayer-ის კვარტალური მოგება პროგნოზებს მნიშვნელოვნად გასცდა

Bayer-ის კვარტალური მოგება პროგნოზებს მნიშვნელოვნად გასცდა

BM.GE13 მაისი, 2026, 04:40|bm.ge

გერმანული ფარმაცევტული გიგანტის, Bayer AG-ის შემოსავალმა 2026 წლის პირველ კვარტალში €13.4 მილიარდი ($14.5 მლრდ.) შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 4%-იანი ზრდაა, თუმცა ანალიტიკოსების მოლოდინებს მცირედით ჩამორჩება.

კომპანიის EBITDA-ს მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა და €4.5 მილიარდს ($4.9 მლრდ.) მიაღწია. ამასთან, აქციაზე წმინდა მოგებამ €2.71 შეადგინა, რაც საპროგნოზო €2.28-ს თითქმის 19%-ით აჭარბებს. აღნიშნული ზრდა სალიცენზიო შეთანხმებებიდან და აქტივების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა Crop Science-ის მიმართულება იყო. აღნიშნულმა დეპარტამენტმა სარგებელი სალიცენზიო შეთანხმებიდან მიღებული მაღალი შემოსავლების ხარჯზე მიიღო. სამომხმარებლო ჯანდაცვის სექტორში გაყიდვები 5%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთისა და აშშ-ის ბაზრებზე რთული ვითარება ნარჩუნდება. რაც შეეხება ფარმაცევტულ მიმართულებას, მისი მაჩვენებლები უცვლელი დარჩა, რაზეც გავლენა ფასების მხრივ არსებულმა წნეხმა და ახალ პროექტებზე ჩადებულმა მსხვილმა ინვესტიციებმა იქონია.

საყურადღებოა, რომ თავისუფალი ფულადი ნაკადების მაჩვენებელი უარყოფითია და -€2.3 მილიარდს ($2.5 მლრდ.) უტოლდება. ეს შედეგი სასამართლო დავების მოგვარების პროცესში არსებულ ფინანსურ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული.

ფისკალური 2026 წლისთვის Bayer-ი აქციაზე €4.97-ის ოდენობით მოგებას პროგნოზირებს. კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ სავალუტო კურსების მერყეობის მიუხედავად, ის დადგენილი მიზნების მიღწევას შეძლებს. როგორც ირკვევა, კომპანია დიდ იმედებს ამყარებს პრეპარატ "კერენდიას" გაყიდვების ზრდაზე.

აღსანიშნავია, რომ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ფარმაცევტული გიგანტის აქციების ფასი 6.16%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია €39.31-ად ივაჭრება, კაპიტალიზაცია კი $45.4 მილიარდს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE