მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაზარზე ახალი სივრცე გაჩნდა - როგორ შეცვალა 2 მიკროსაფინანსოს მიკრობანკად გარდაქმნამ სექტორი
ბაზარზე ახალი სივრცე გაჩნდა - როგორ შეცვალა 2 მიკროსაფინანსოს მიკრობანკად გარდაქმნამ სექტორი

ბაზარზე ახალი სივრცე გაჩნდა - როგორ შეცვალა 2 მიკროსაფინანსოს მიკრობანკად გარდაქმნამ სექტორი

BM.GE1 მაისი, 2026, 02:46|bm.ge

საქართველოს საფინანსო სექტორში ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ცვლილებებმა, კერძოდ, ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ( კრისტალი/ MBC) მიკრობანკად გარდაქმნამ, დარჩენილი მოთამაშეებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა.

„ევროკრედიტის“ საოპერაციო დირექტორის, სალომე გიორგბერიძის განცხადებით, ამ ცვლილებამ ბაზარზე დამატებითი სივრცე გააჩინა, რისი ათვისების პერიოდიც სწორედ ახლა დგას.

მისი თქმით, ეს ცვლილება დარჩენილ კომპანიებს საშუალებას აძლევს, უფრო აქტიურად განავითარონ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება, რაც აქამდე მაღალი კონკურენციის პირობებში უფრო რთული იყო. კომპანია ამ ახალ რეალობაში საკუთარ ნიშას ხედავს და მიზნად ისახავს, გაჩენილი შესაძლებლობა მომხმარებელზე მორგებული, მრავალფეროვანი პროდუქტების შეთავაზებისთვის გამოიყენოს.

“ბუნებრივია, მათი (კრისტალი/ MBC) გასვლით ბაზარზე, ჩვენთვის დამატებითი სივრცე შეიქმნა და სწორედ ამ სივრცის ათვისების პერიოდი შეიძლება იყოს ახლა. სწორედ ამითაც შეიძლება იყოს განპირობებული გარკვეულწილად ის ცვლილებები, რასაც დღეს ჩვენ ბაზარზე ვხედავთ”, -

“ბუნებრივია, ბანკებს ჰყავთ თავიანთი სეგმენტი, სადაც ჩვენ კონკურენციაში შესვლას არც ვაპირებთ ბუნებრივია. ბანკების შემდგომ სექტორს რაც შეეხება, ანუ მიკრობანკებს, რაც რეალურად ახალი, ესე ვთქვათ, სისტემაა ჩვენს რეალობაში, ბუნებრივია, მათი გასვლით ბაზარზე, ჩვენთვის დამატებითი სივრცე შეიქმნა და სწორედ ამ სივრცის ათვისების პერიოდი შეიძლება იყოს ახლა და სწორედ ამითაც შეიძლება იყოს განპირობებული გარკვეულწილად ცვლილებები, რასაც დღეს ჩვენ ბაზარზე ვხედავთ, თუმცა აუცილებლად გავუსვამ ხაზს, რომ ეს ყველაფერი მოკლე ვადაში უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ გვინდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორი წარმატებული იყოს მომავალში. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენთვის გამოყოფილ ახალ სეგმენტს და სივრცეს, ბუნებრივია, არ არის ძალიან მზარდი და ძალიან დიდი, ისეთი, როგორიც შეიძლება წარმოგვედგინა, თუმცა პროდუქტების დივერსიფიკაციაც და ახალი საკრედიტო შესაძლებლობების შექმნა შეიძლება იყოს გამოსავალი ჩვენთვის, რომ პორტფელის სტრუქტურა შევცვალოთ და დავაგენერიროთ უფრო საინტერესო შეთავაზებები“, - ამბობს „ევროკრედიტის“ საოპერაციო დირექტორი სალომე გიორგბერიძე.

მისი თქმით, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ბიზნეს სესხების პორტფელის გაზრდის და პროცესების გაციფრულების კუთხით

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE