მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო

ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო

BM.GE21 მაისი, 2026, 16:57|bm.ge

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ დაიწყო. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 2026 წლის გამარჯვებული მასწავლებელი, რომელსაც პროექტის მთავარი მხარდამჭერის, ბაზისბანკისგან ფულადი პრიზი გადაეცემა.

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და წარადგინონ საკუთარი გამოცდილება სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის მიმართულებით.

"ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს" მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების პოპულარიზაცია, ინოვაციური სწავლების მეთოდების წახალისება და მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება.

კონკურსის ფარგლებში, დაინტერესებულ მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში ჩაეტარებინათ ფინანსური განათლების ხელშეწყობის აქტივობები - გაკვეთილები, პროექტები, შეექმნათ ახალი სასწავლო რესურსები ან დაენერგათ ინოვაციური მიდგომები ფინანსური განათლების ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების პროცესში. ახლა კი მათ შეუძლიათ, ერთი განაცხადის ფარგლებში მოუყარონ თავი ყველა აქტივობასა და შექმნილ მასალებს და წარადგინონ კონკურსზე.

კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება კონკურსის პირობებით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის: აქტივობების შესაბამისობა ფინანსური განათლების მიზნებთან, შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები, მოსწავლეთა ჩართულობა და მიღწეული შედეგები. კონკურსის ჟიური პირველ ეტაპზე ხუთ ფინალისტს, ხოლო 9 სექტემბერს მათგან 1 გამარჯვებულს - ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელს გამოავლენს.

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიღება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყოტვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე - სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენებირუსთავი 2
  • ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრებაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
მიღება →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE