მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორების საშუალო ხელფასი 1300-დან 1500 ლარამდეა - "რომპეტროლი"
ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორების საშუალო ხელფასი 1300-დან 1500 ლარამდეა - "რომპეტროლი"

ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორების საშუალო ხელფასი 1300-დან 1500 ლარამდეა - "რომპეტროლი"

BM.GE30 აპრილი, 2026, 18:48|bm.ge

"რომპეტროლის" მომარაგებისა და ლოგისტიკის მენეჯერის, მედეა წერეთელის განცხადებით, ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორების საშუალო ანაზღაურება 1300-დან 1500 ლარამდეა. მან ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა, სადაც კომპანიის შესახებ ისაუბრა.

"საქართველოში წარმოდგენილები ვართ 81 ბენზინგასამართი სადგურით. ვოპერირებთ 4 ქვეყანაში: რუმინეთი, მოლდოვა, ბულგარეთი და საქართველო. ქსელი საერთო ჯამში ამ ქვეყნებში 1300-ზე მეტ სადგურს მოიცავს. დასაქმებული გვყავს 905 ადამიანი.

ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ ხელფასი არის 1000 ლარი და კვარტალური ბონუსები აქვთ კიდევ. 24-საათიანი ცვლებია ბენზინგასამართ სადგურებზე. ბონუსების ჩათვლით საშუალოდ 1300-დან 1500 ლარამდე გამოსდით ხელფასი [ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორებს]",- თქვა მედეა წერეთელმა.

შეგახსენებთ, დღეს "ფასების საპარლამენტო კომისია" ნავთობკომპანიებს უსმენს. კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახელდება. კომისია უკვე შეხვდა რითეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე, მწარმოებლებს და ა.შ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE