მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბევრი მიმართულებით გადაიხედა ფასები და საბაზრო ღირებულებას დაუახლოვდა - რევაზ სოხაძე
ბევრი მიმართულებით გადაიხედა ფასები და საბაზრო ღირებულებას დაუახლოვდა - რევაზ სოხაძე

ბევრი მიმართულებით გადაიხედა ფასები და საბაზრო ღირებულებას დაუახლოვდა - რევაზ სოხაძე

BM.GE28 აპრილი, 2026, 03:50|bm.ge

ბევრი მიმართულებით გადაიხედა ფასები და საბაზრო ღირებულებას დაუახლოვდა, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში".

მისი თქმით, ამ მიმართულებით წინსვლაა, თუმცა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია ხარისხი.

"ფასების პოლიტიკა მნიშვნელოვანია. გვაქვს უკვე პოზიტიური წინსვლა. ბევრი მიმართულებით გადაიხედა ფასები და საბაზრო ღირებულებას დაუახლოვდა. მაისში ველოდებით რომ ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება.

მაგრამ არის ხარისხი, თითქმის ყველა მიმდინარე ობიექტი შემოვლილი მაქვს, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვადასხვა უწყებების მიერ რაც წარმოებს და მაქვს ისეთი რაღაცები ნანახი, რაც მხოლოდ ფასიდან არ გამომდინარეობს.

ჩვენი ოპონენტებიც, ყველანი ვთანხმდებით, რომ როდესაც საკუთარ სახლს ვაშენებთ, საკუთარ სახლს ვარემონტებთ, ვართ ძალიან კრიტიკულები და ყველა დეტალს ვუდგებით ძალიან სკრუპულოზურად. ყველა ჩვენი ობიექტის მიმართ, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს, ეს იქნება სკოლა, ბაღი თუ სახლი - დამოკიდებულება იქნება ისეთი, როგორც საკუთარი სახლის მშენებლობის პროცესში.

იყო გარკვეული მავნე პრაქტიკა, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ ხაზი უნდა გადავუსვათ. მავნე პრაქტიკა გულისხმობს მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რიგ შემთხვევებში არასწორ პოზიციონირებას, არასწორ დამოკიდებულებებს და ბუნებრივია, რომ შემდგომში, ამ თამაშის წესებს თუ რა დამოკიდებულებაც არის ხელისუფლების თუ ამა თუ იმ სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან, ბიზნესიც ადეკვატურად ემორჩილება და იღებს ამ თამაშის წესებს. ეს ჩვენთვის არის მიუღებელი.

გამკაცრდა ხარისხის კონტროლი და ამ მიმართულებით, სამინისტროში ჩამოყალიბდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ამ ერთეულების გარდა, მე, ჩემი კოლეგები, ხელმძღვანელობა აქტიურად ვართ ჩართული. ყოველდღიურ რეჟიმში ვართ პირადად ამ ობიექტების შემოწმების კუთხით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ გამჭვირვალეები და ყველა ტენდერი იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ კომპანიებმაც, კერძო სექტორმაც უნდა დაიბრუნოს ეს ნდობა", - განაცხადა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE