მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Binance-ისთვის ევროკავშირის ლიცენზიის დაბლოკვა ლაგარდის მოთხოვნა იყო - WSJ
Binance-ისთვის ევროკავშირის ლიცენზიის დაბლოკვა ლაგარდის მოთხოვნა იყო - WSJ

Binance-ისთვის ევროკავშირის ლიცენზიის დაბლოკვა ლაგარდის მოთხოვნა იყო - WSJ

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 17:46|bm.ge

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ისთვის ევროკავშირის ლიცენზიის მინიჭების დაბლოკვა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის პირადი მოთხოვნა იყო.

არსებული ინფორმაციით, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოზიცია ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება. პირველი მიზეზი აშშ-ში Binance-ის მიერ ფულის გათეთრებისა და სანქციების დარღვევის აღიარებაა, რამაც 2023 წელს კომპანიას $4.3 მილიარდის ჯარიმა დააკისრა, ხოლო მის დამფუძნებელ ჩანგპენგ ჟაოს ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მეორე ფაქტორს ევროპის ბაზარზე დოლარზე მიბმული სტეიბლკოინების დომინირების ზრდა წარმოადგენს, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრული ევროს პროექტის განვითარებას საფრთხეს უქმნის.

უშუალოდ ევროპის ცენტრალურ ბანკს კრიპტობირჟების ლიცენზირების სამართლებრივი უფლებამოსილება არ აქვს, ამიტომ WSJ-ის ცნობით, ლაგარდმა დასახმარებლად საბერძნეთის ხელისუფლებას მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, MiCA-ს ლიცენზირების პროცესი დაბლოკა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Binance-ის ხელმძღვანელობა საბერძნეთის მარეგულირებელი ორგანოსგან დადებით გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა როცა Binance-ის განაცხადი დაიბლოკა, კომპანიაში თქვეს, რომ ლიცენზირების შეფერხების მიზეზი წმინდად პოლიტიკური იყო და არა ტექნიკური.

შეგახსენებთ, ევროკავშირის კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულაციით (MiCA) განსაზღვრული წესების მიხედვით, ევროკავშირის წევრი ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ლიცენზია ავტომატურად მოქმედებს ბლოკის 27-ვე სახელმწიფოში. ამჟამად რეესტრში ავტორიზებული კრიპტოპროვაიდერების რაოდენობა 349-ს შეადგენს, რომელთა შორის Coinbase-ი და Kraken-ი არიან, თუმცა არა - Binance.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • კობახიძე: ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ დაბალიაფორმულა
  • საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა - ირაკლი ზარქუარუსთავი 2
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება

sCoolApp-ის ტრივია ახალი სეზონით ბრუნდება - გამარჯვებული სამი გუნდი პარიზის დისნეილენდში გაემგზავრება

BM.GE

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე

გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია - მაია ბითაძე

BM.GE

რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

რა ფინანსური მხარდაჭერა შეუჩერდა საქართველოს და რა გრძელდება?|ევროკომისიის გაფართოების ანგარიში

BM.GE

სომხეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

სომხეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანს წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა

BM.GE